სასამართლოდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს თავი აარიდა

384
წაკითხვა/ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ “TBC ჯგუფის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და მედიის კითხვებს თავი აარიდა.

„როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი, წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე “, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

თქვენი კომენტარი?