23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

დღეს როგორც მოიქცა ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, იყო ყოვლად სამარცხვინო! ევროკავშირში კი არა ბოსელში არ შევიშვებით

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

დღეს როგორც მოიქცა ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით იყო ყოვლად სამარცხვინო“- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური სტატუსით არ იყო მიწვეული და არც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

“პრეზიდენტი მოდის საზეიმო ღონისძიებაზე და ტრიბუნაზე არ უშვებ. საკუთარ ბოღმას ვერ აბიჯებ ასეთ ვითარებაშიც კი. თან ამ ყველაფერს უყურებს მთელი დიპ. კორპუსი და ევროკავშირის ელჩი, რომელიც შენ მაგივრად ესალმება პრეზიდენტს.

ევროკავშირში კი არა ბოსელში არ შევიშვებით!”- წერს მერაბ მეტრეველი.