დათვები ვოლიერიდან გაიპარნენ და კომფორტული ბუნაგი მოიწყვეს – სახალისო ამბავი

359
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ეს ამბავი თბილისში მოხდა. დათვები, რომლებიც ვოლიერში იყვნენ მოთავსებულები, თურმე დრო უქმად არ დაუკარგავთ და ბუნაგს იშენებდნენ. ერთ დღესაც კი გაუჩინარდნენ და აღმოჩნდა, რომ კომფორტულ ბუნაგში გადაინაცვლეს.  ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “დათვების რეაბლიტაცია” ავრცელებს.

“ცოტა ხნის წინ დათვები დავკარგეთ. აი ასე. მივედით და ვოლიერში არ დაგვხვდნენ. ვათვალიერეთ ხის ტოტები, ყველა ბუჩქი მოვჩხრიკეთ, ბოლო ხმაზე ვიყვირეთ, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. 

უცებ გაგვახსენდა, რომ რაღაც ნამეტანი ბევრს თხრიდნენ ამ ბოლო დროს. გავყევით თხრის კვალს და მივადექით უზარმაზარ ბუნაგს.

აი ასე ცხვირამოყოფილები დაგვხვდნენ (მესამე სადღაც სიღრმეში იმალება). ამდენი ხმაურის შემდეგ, ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს. გემრიელი ხორცის ნაჭრებით მალევე ამოვიტყუეთ და ბუნაგიც საგულდაგულოდ დავათვალიერეთ.

დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის და 1,5 მეტრი სიღრმის ბუნაგი აქვთ. რბილი წიწვოვანი ტოტები, თივა და გამხმარი ბალახი მთელს ბუნაგშია მოფენილი. სიმშრალეა და სითბო. ხის ფესვებთან მცირე ღრიჭოებია დარჩენილი, საიდანაც მზე იჭყიტება. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ძალიან კეთილმოწყობილი სახლი აქვთ.

ბუნებას რომ დაუბრუნდებიან, წარმოიდგინეთ როგორ გამოადგებათ იმის ცოდნა, რომ სახლის მოწყობა შეუძლიათ.”- წერენ ჯგუფის ფეისბუქ გვერდზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE