ვიგუდები სიცილით,მეც მომადგა მურუსიძის სამართალი კარზე დღეს, პირდაპირი გაგებით – ნინო ჯანგირაშვილი

380
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არხის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აქვეყნებს, რომელსაც ხელს ლევან მურუსიძე აწერს.

“მეც მომადგა მურუსიძის სამართალი კარზე დღეს პირდაპირი გაგებით. ვიგუდები სიცილით.

ლევან მურუსიძეს განუხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე ბექაურის კანტორის, ანუ მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ჩემი საჩივარი და აბა თუ მიხვდებით რა გადაწყვეტილება მიიღო.

აი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა სასამართლოში შენი მაჩვები გიზის მოსამართლეებად. თქვენ კიდევ გიკვირთ, რატომ აკვდება ივანიშვილი მოსამართლეების საქმეს.

პირველ ინსტანციაში ისეთი საოცრება მოსამართლე იყო, ვიფიქრე მეორე ინსტანციაში იქნებ ვინმე ცოტა გონებაგახსნილი დამხვდესთქო და აჰა – მთლად მურუსიძე დამხვედრია.”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE