რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ სახლში ვერცხლისწყალი დაგეღვარათ

444
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვერცხლისწყლიან თერმომეტრს თითქმის ყველა ოჯახში იყენებენ. ხშირია შემთხვევები, როცა იგი ტყდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად საშიშია ვერცხლისწყალი ადამიანისთვის. გთავაზობთ რჩევებს, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ მსგავს შემთხვევაში:
● დასუფთავებისას ეცადეთ, რომ უსაფრთხოებისთვის ოთახში მარტო დარჩეთ;
● აუცილებელია დაკეტოთ სხვა ოთახებში გამავალი კარები;
● გაანიავეთ ოთახი;
● გამორთეთ გათბობა, რადგან ვერცხლისწყალი ადვილად ორთქლდება;
● არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი;
● არ გარეცხოთ ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში;
● მოწმინდეთ იატაკი სველი ტილოთი. შემდეგ – კარგად გაახვიეთ პარკში და გადააგდეთ;
● დასუფთავებისას გამოიყენეთ ხელთათმანები და პირბადე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE