თამაზ ელიზბარაშვილის ხმაურიანი განცხადება – ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ(ვიდეო)

591
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. მისი თქმით, ბიზნესი სერიოზული წნეხის ქვეშ არის და მთავრობის წარმომადგენლების განცხადება, რომ ბიზნესი თავისუფალია, არის სიცრუე.

თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ ბიზნესმენები ხმას ვერ იღებენ, რადგან ეშინიათ რეპრესიების მათი ოჯახების მიმართ.

მისივე თქმით, საკუთარ თავზე  არ ეშინია, თუმცა ეშინია იმის, რომ შურს იძიებენ ოჯახზე და დაიჭერენ მის შვილს.

თამაზ ელიზბარაშვილი ასევე ამბობს, რომ მან ძალიან ბევრი რამ იცის და გაცილებით დიდი ტერორი მიმდინარეობს ბიზნესზე, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE