გია თვალავაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

493
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჯანდაცვის სამინიტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

დაცვის მხარემ გათავისუფლების საფუძვლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

გია თვალავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2018 წლის 24 სექტემბერს,  ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა.

თქვენი კომენტარი?