ბოლო ამბები
19/09/2024

შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

გაზიარება

შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის არის „შეღავათიანი აგრო კრედიტი“ პროექტის სეზონური კომპონენტი. პროექტის ფარგლებში კრედიტი საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გაიცემა შემდეგი ქვეკომპონენტების ფარგლებში –

  • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები და ის ყურძნის გადამამუსაველები საწარმოებიც, რომლებიც ყურძნოს შეძენას მოასხდენენ სპირტის წარმოების მიზნით;
  • ატმის შემსყიდველი საწარმოები,
  • არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები;
  • მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები;

შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის თანხის მოცულობა

შეღავათიანი აგრო კრედიტი პროექტის ფარგლებში საბრუნავი საშუალებების კომპონენტში ერთ ბენეფიციარზე ჯამური მოცულობის ქვედა ზღვარი შეადგენს 20,000 ლარს, ხოლო ზედა ზღვარია არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს აშშ დოლარში. ეს ზღვრები მოქმედებს ყველა ქვეკომპონენტზე გარდა ერთისა. 

გამონაკლისია ყურძნის ის გადამამუსავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძენს იძენენ სპირტის წარმოების მიზნით. ამ შემთხვევაში აგროკრედიტის მოცულობის ზედა ზღვარი 15,000 ლარი ან მისი ეკვივალენტური თანხა აშშ სოლარში. 

შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის – ვადები

შეღავათიანი აგრო კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის ყველა ქვეპუნქტის შემთხვევასი სხვადასხვა, განსაზღვრული ვადებით გაიცემა. უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, მაქსიმალური ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად – 

  • მანდარინის შეძენა შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 6 თვე;
  • მანდარინის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით – 12 თვე;
  • ატმის შეძენა შემდგომი რეალიზაციის და/ან გადამუშავების მიზნით – 6 თვე;
  • არასტანდარტული ვაშლის შეძენა შემდგომი გადამუშავების მიზნით – 12თვე.
  • ყურძნის შეძენა სპირტის წარმოების მიზნით – 36 თვე;
  • ყურძნის შეძენა გადამამუშავებელი საწარმოებისთვის – 15 თვე.

როგორ ავიღო შეღავათიანი აგრო კრედიტი

შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცემა შემდეგი დაწესებულებების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისა –

  • კომერციული ბანკები; 
  • საფინანსო ინსტიტუტები;
  • სოფლის განვითარების სააგენტები; 

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.

ლიბერთი ბანკი ერთ-ერთია იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში შეღავათიანი აგრო კრედიტი და გასცემენ თანხას. ლიბერთი ბანკი ორიეტირებულია მხოლოდ იმათზე, ვისაც თანხა სჭირდებათ საბრუნავი საშუალებებისთვის თუმცა მათი ქვეკომპონენტები მოიაზრებს შემდეგ გატეგორიებს – 

  • სასოფლო-სამეურნეო წარმოება;
  • მრავალწლიანი ნარგავების კულტივაცია;
  • სამაცივრე მეურნეობა;
  • მექანიზაციის შესყიდვა;
  • ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი;

 

ლიბერთი ბანკი უკვე მრავალი წელია სანდო საფინანსო ინსტიტუტია და თავის მომხმარებელს ახარებს მრავალი სახის სერვისით, მათ შორის კი – 

  • ანაბრები;
  • ფულადი გზავნილები;
  • განვადება;
  • ავტო სესხი;
  • ბიზნეს ოვერდრაფტი;
  • ბინა დეველოპერთან;

 

თუ დაინტერესდით და გსურთ აიღოთ შეღავათიანი აგრო კრედიტი ან გამოიყენოთ რომელიმე სხვა ლიბერთი ბანკის მომსახუობა, მაგალითად ავტო სესხი, მაშინ შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ოფიციალურ ვებ გვერდს და უფრო დეტალურად გაეცნოთ პირობებს https://libertybank.ge/ka/ 

 

სხვა ამბების წაკითხვა