ბოლო ამბები
ივნისი 16, 2024

ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები – კახა კალაძე

დეკ21,2023
გაზიარება

„მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს, რადგან რეალურად შესანიშნავ ფორმაშია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციების ნაწილი იყო და მას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონია.

„სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და  კარგად გამოიყურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა