რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო ფადი ასლებო, გაფრთხილებთ! – ბიზნესმენ გოჩა ფიფიას განცხადება

304
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბიზნესმენ გოჩა ფიფიას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან  ბიზნესზე ზეწოლა არ არსებობს და ეს არის ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნრიორი ცალკეული ბიზნეს ჯგუფების შეტევა ქართულ ბიზნესზე.

ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდიც მიმოიხილა.

“ფაქტი ერთია, ნაცისტებს, ე.წ ნაციონალურ მოძრაობას – ბოროტ ძალებს, საქართველოს მტრებს იერიში მოაქვთ ქართული აზროვნების,  ყველა ქართულ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მათ იერიში მოიტანეს ქართულ აზროვნებაზე, ფილოსოფიაზე, სულიერებაზე, ყოფაზე, ქართულ იდენტობაზ.

ბიზნესის კეთების თავისუფლებით, უკანასკნელი 7-8 წელიწადი გამორჩეულია. ვერ ვიფიქრებდი, რომ ნაცისტური, ე.წ ნაციონალური მოძრაობა იერიშს ბიზნესზეც მოიტანდა. მათ ეს მოახერხეს და ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის განზრახ მკვლელებთან ერთად მოინდომეს სისხლით მოპოვებული თავისუფლებაზე იერიშის მიტანა.

პირველ რიგში მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემი წ.წ დამფუძნებელ მამებს, თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგან მე არ მახსოვს თქვენი ხმა მაშინ, როდესაც ბიზნესმენებს კლავდნენ ან თავს იკლავდნენ, როდესაც სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ, თქვენც ხომ არ თანამონაწილეობდით ამ პროცესებში?

რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო ფადი ასლებო, მრავლობითში. თქვენ ხართ ტიპური წარმომადგენელი ხართ იმ ნაცისტური, ე.წ ნაციონალური მოძრაობის, რომელმაც თავის დროზე გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდო-ბიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს და მექრთამეობითა და სიყალბით მიაღწიეს იმ სიმაღლეებს, საიდანაც დღეს თქვენ გვესაუბრებით, ამერიკის მოქალაქეობას ამოფარებული, ათეულობით წელია  მორალს გვიკითხავთ და გვიწეესებთ ცხოვრების წესებს . 

ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები, ასეთი იერიშის მოტანის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ, ნაციზმთან და ე.წ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე, თუ გონიერი მტერი”- განაცხადა გოჩა ფიფიამ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE