ბოლო ამბები
19/09/2024

არ იფიქროთ ამათ ხალხის ბედი ადარდებდეთ. ადარდებთ მხოლოდ ის, რასაც ვერ მალავენ, რომ “ოცნებამ” სტატუსიც მიიღო და მშვიდობაც შეინარჩუნა – ამირან სალუქვაძე

გაზიარება

“მორიგი დემაგოგიური ვიდეოა, მშვიდობის თემის გასაბანძებლად. არ იფიქროთ ამათ ხალხის ბედი ადარდებდეთ. ადარდებთ მხოლოდ ის, რასაც ვერ მალავენ, რომ ოცნებამ სტატუსიც მიიღო, მშვიდობაც შეინარჩუნა.”– წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში და პოსტს ურთავს თამარ ჩერგოლეიშვილის სატელევიზიო გამოსვლის ვიდეონაწყვეტს.

“ოპოზიციის მოლაპარაკე ნაკითხ (არიან უწიგნურებიც) თავებს ეს პრობლემა ადარდებთ, თვითონ რა ელაპარაკონ ამომრჩევრლს, რადგან აქამდე მთელი სტრატეგია აგებული საბოტაჟზე, ხელისუფლების პრორუსულიბაზე და სტატუსის ჩაგდებაზე ჰქონდათ.

ყველაფერი ჩამოეშალათ. პრორუსულმა მთავრობამ ასოცირებაც გააფირმა, უვიზოც, თავისუფალი ვაჭრობაც, ევროპული პერსპექტივაც, ახლა კანდიდატის სტატუსიც. დღის წესრიგში დგას მოლაპარაკებების გხსნის საკითხი.

ახლა ხავსის ბოლო ნაგლეჯიღა დარჩათ: მოლაპარაკებები 2024 წელს გაიხსნება თუ ოდნავ მოგვიანებით. ახლაც სურთ მოატყუონ მოსახლეობა.

ევროკავშირთან თავსებადობის მიმართულებით მთავრობა 2014 წლიდან, ანუ ასოცირების გაფორმების დღიდან მუშაობს. ეს სამუშაოები მიმდინარეობდა და სტატუსის მონიჭების გარეშეც გაგრძელდებოდა. ამ ღონისძიებების გატარებას კიდევ წლები დასჭირდება. ხომ გახსოვთ, შარშან რომ ამბობდნენ 50-60% შესრულებულიაო? უკრაინის ომამდე იყო უკვე უხეშად დაახლოების სამუშაოების ნახევარი შესრულებული.

სამთავრობო უწყებები და პარლამენტი ახლაც აგრძელებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, უწყებრივი რეგულაციების მიღებას და დანერგვას. ეს ეხება ყველა სფეროს, ეკონომიკიდან დაწყებული სოფლის მეურნეობის ჩათვლით.
მოლაპარაკებები დღესვე რომ გაიხსნას, მაინც მოგვიწევს ამ სამუშაოების ბოლომდე მიყვანა. თუ გაიხსნება გაისად, გაისამდე მაინც წავიწევთ წინ ამ გზაზე და პირობითად კიდევ 5-10% სამუშაოები შესრულდება.

ანუ, თუ წევრობის დონემდე ქვეყნის მისაყვანად საჭიროა პირობითად 3,4 ან 5 წელი, მოლაპარაკება როდის გაიხსნება არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

წესით ხელისუფლებას უფრო უნდა ეჩქარებოდეს, რომ ეს თემაც ჩაუფლავონ ოპოზიციას, ოპოზიციას კი ისევე არ უნდა უხაროდეს, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღება არ უხაროდათ.

ამიტომ ამ თემით სპეკულირებაც შედეგს ვერ გამოიღებს. ესენი საკუთარ ამომრჩეველსაც ჩლუნგებად თვლიან. კონკრეტულად “ევროსაქებს” არ ვგულისხმობ, ამათ სადღა ჰყავთ.

მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გარდა, ყველაზე მეტად ყელში მშვიდობის თემა გაეჩხირათ.

ამ გადაცემაშიც ცდილობენ მშვიდობის თემით დემაგოგობას. თურმე, მშვიდობა მხოლოდ იმ სახელმწიფოს ჰქონია, რომელიც ისეა დაცული, რომ ვერაფერს გაუბედავენ, ან რომელსაც საფრთხე არ აქვს.

ჩერგოლეიშვილი გვიმტკიცებს, რომ ბომბები თავზე არ გაცვივათ, სანგრებში არ გძინავთ, მაგრამ ეს არაა მშვიდობაო. მშვიდობა მხოლოდ ნატოს მოაქვსო.
სრული აბსურდია. ნატოს კოლექტიური თავდაცვა მოაქვს, რომ პატარა ქვეყანა მარტო არ აღმოჩნდეს, თორემ მოუსმინეთ რისთვის ემზადებიან ახლა ბალტიის ქვეყნები, გერმანია, აშშ… ღია საუბარი მიდის, რომ ომისთვის მოსამზადებლად მაქსიმუმ 3 წელი დაგვრჩაო.

ნატოში აქამდე რატომ არ მიგვიღეს, მაშინ როცა ორი ნეიტრალური ქვეყანა მყისიერად მიიწვიეს, ცალკე თემაა. მაგრამ საქართველოზე რომ არაა დამოკიდებული წევრობის დაჩქარება, მხოლოდ უნამუსო დაამტკიცებს საპირიაპიროს.

ის რომ ჩვენი თავდაცვის ძალები ნატოსთან თავსებადია, ეჭვს არავისში იწვევს. თუ დემოკრატიის პრობლემაა, მაშინ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ. სადაც ზოგიერთ ნატოს წევრს დემოკრატიას არ უწინებენ, ჩვენთან რა პრობლემა უნდა იყოს?!

ასე რომ ამ ვიდეოში ნატოზე აქცენტირება, რომ მშვიდობა არ იქნება, სანამ ნატოში არ შევალთო, ჰაერის ტკეპნაა. რას ითხოვენ მთავრობისგან?

სტატუსის მიღება ჩაუფლავდათ. ახლა მშვიდობის თემას ატრიალებენ, მშვიდობა გაქვთ, მაგრამ გეჩვენებათო, ეს არაა ნამდვილი მშვიდობაო. მიდით და ნატოს ელაპარაკეთ, როგორც სტატუსზე დარბოდით, არ მისცეთ ოცნებასო, ოღონდ პირიქით.
მოკლედ, უნდათ ხალხი დააბოლონ, ამ მთავრობას თქვენთვის მშვიდობა არ მოუტანია, გეჩვენებათო.

ვიდეოს ბოლოში იდეით გამოდიან, ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთო. 9 წელი შიშის, დასმენების და მოსმენების პირობებში აცხოვრებდნენ ხალხს, მერე 11 წელი არყევდნენ, აქციებით, შტურმებით, ძიძგილაობით, სიძულვილის და ზიზღის ენით, შეურაცხყოფებით, პრორუსულობის იარლიყებით, ახლა მოუნდათ ხალხის პრობლემებზე საუბარი? ვის აბოლებთ?

მოსახლეობამ ამ ოპოზიციას საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს 2024-ში. სხვაგვარად ოპოზიციის განახლება არ მოხდება. ყველა, ვინც გარედან იმართება, ჩრდილოეთიდან თუ დასავლეთიდან, სახლშია გასაშვები.”- წერს ამირან სალუქვაძე.

იხილეთ ვიდეო:

სხვა ამბების წაკითხვა