კურიერის ცნობით არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს

219
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

არჩილ თალაკვაძის ბინა გაქურდეს, ამის შესახებ კურიერს ინფომირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

მძარცვლები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში, ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა.

კურიერი ინფორმაციის გადასამოწმებლად თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა რომ კომენტარს ამ თემაზე ხვალ გააკეთებს.

“გვეგონა სპეცოპერაცია ტარდებოდა, იმდენი პოლიცელი იყო, მთელი დღე ზევით ქვევით დარბოდნენ “გვიყვება ნუცუბიძის ქუჩის ერთ ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.” – წერია “რუსთავი2”-ის ვებ საიტზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE