დავით ქაცარავას თქმით ე.წ ტროლები მისთვის და ლუდა სალიასთვის დეზინფორმაციის დაბრალებას ცდილობდნენ

439
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დავით ქაცარავა


“მოგეხსენებათ, გუშინ, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში შემოვიდნენ რუსი ოკუპანტები და ნახევარი დღის განმავლობაში დაკავებული ქონდათ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რამდენიმე საათის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არავის უშვებდნენ სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა.

დროის ამ მონაკვეთში ტროლების მეშვეობით განხორციელდა მასირებული მცდელობა დაერწმუნებინათ საზოგადოება იმაში, რომ ქალბატონ ლუდა სალიას მიერ მოწოდებული, ხოლო შემდგომში ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახლდათ დეზინფორმაცია და ტყუილი.

ეს ინფორმაცია დაადასტურა პირველ რიგში ბაღის მფლობელმა ქალბატონმა, მოგვიანებით კი მინისტრმა ციხელაშვილმა, ასევე გორის მერმა, რომელმაც გაამართლა რუსების შემოსვლა იმით, რომ ოკუპანტებს თურმე აერიათ გზა.

ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსების გასვლის შესახებ, ხურვალეთის შესასვლელთან მობილიზებულმა საზოგადოებამ მოითხოვა ამ ფაქტის დასადასტურებლად დელეგაციის შესვლა და ბაღების დათვალიერება.
შეთანხმების მიხედვით, ამ ბაღებში შესვლა უნდა მომხდარიყო დილით, 7 დან 9 საათამდე შუალედში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE