„ჩემი პროგნოზი არის ის, რომ კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება – ინგა გრიგოლია

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი


„ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ სტუდიაში როცა მყავდა სტუმრად, კი უარყო ყოველგვარი დაპირისპირება კალაძესთან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვიდრე იგი პრემიერობის ბოლო დღეებს ითვლიდა, ძალიან მწვავე იყო კალაძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება და ესეც რაღაცა მთავარი დირიჟორის სტრატეგიული სვლა მგონია, რომ არც მეტი, არც ნაკლები, კალაძეს ათქმევინა, რომ უკან ბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი.

ჩემი პროგნოზი არის ის, რომ კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება პარტიაში შიგნით და ამის თქმის საშუალებას მაძლევს სწორედ მისივე თანაგუნდელების კულუარული საუბრები იმის შესახებ, რომ ის დუმს.

აბა თქვას ვინმემ, რომელიმემ „ქართული ოცნებიდან“, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი. ის დუმს, როცა არის პარტიული შეხვედრები.

ის ზის ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მაგრამ დუმს… შემთხვევით არ იყო, რომ ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩნდა მის არჩევნებზე (2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე).

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE