“გდარაჯობთ, რომ პარლამენტი არ გადაწვათ ვიდრე ფერები გაგირჩევიათ…”

304
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“კობახიძე გვეუბნება შორს ვერ წახვედითო. შორს არც ვაპირებთ წასვლას, ახლოდან გდარაჯობთ, რომ პარლამენტი არ გადაწვათ ვიდრე ფერები გაგირჩევიათ. თქვენი მარტო დატოვება იქნებოდა??”- წერს ბესელია.

გუშინ, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. როგორც შემდეგ „ქართული ოცნების” დეპუტატ დავით მათიკაშვილმა განმარტა, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE