ბოლო ამბები
ივლისი 16, 2024

შენსავით კარგი მეფე ჯერ არ გვყოლია – კოტე ყუბანეიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნა

დეკ29,2023
გაზიარება

კოტე ყუბანეიშვილმა მიხეილ სააკაშვილს საახალწლო ლექსი მიუძღვნა, რომელიც სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:

დღეს თუ ვინმეს უჭირს მიშას
თორემ ჩვენ ხომ არაგვიშავს.
და რომ თავს არ ვგრძნობდეთ ფუფლოდ
უნდა გავანთავისუფლოთ
მეც ამ ლექსით ვაძლევ ნიშანს,
რადგან ვატყობ ძალას იკრებს.

ხალხი წამოყვება მიშას
და მიბაძავს ამერიკელს,
ბედი არ დაგვტოვებს მარტო,
არ გაგვწირავს არც ჩვენ არც სხვებს
შავ ზღვაში შემოვა ნატო
და კომუნიზმს დაამარცხებს.

მძიმე ხვედრია საქართველოს, რადგან მედობა
ეს იგივეა გამოსტაცო ლუკმა არწივებს.
შენ კიდევ რადგან ჩაატარე მაინც რეფორმა
ზუსტად ამიტომ ციხისათვის ყველამ გაგწირეს
კრიმინალური ბიზნესი, რომ დაასანქცირე
და შავი ბაზრის გასავალი კარი დახურე
თანამედროვე სახელმწიფოდ გადაგვაქციე,
რისთვისაც ციხის გისოსები დაიმსახურე,
მაგრამ გთხოვ, ნუ შეგიპყრობს მელანქოლია,
რადგან შენსავით კარგი მეფე ჯერ არ გვყოლია!

 

სხვა ამბების წაკითხვა