23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები – ნიკა გვარამია

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“გავმეორდები:

არავის ვთავაზობ, ჩემი თამაშის ნაწილი გახდეს, არავის თამაშის ნაწილი არ გავხდები, ვსაუბრობ და მომავალშიც ვესაუბრები მათ, ვინც მზადაა და გაქანება და კომპეტენცია ყოფნის, ახალი და ერთიანი, ჯანსაღი და ვალდებულებებით დაუტვირთავი გუნდის ერთად გასაკეთებლად. ვინც ასხივებს გამბედაობას – შეცვალოს და კომპეტენციას – მართოს..

ჩემს მოკავშირედ მოვიაზრებ, თუ გნებავთ, ჩემ თავს მოვიაზრებ ყველა იმ ადამიანის მოკავშირედ, ვინც თანახმაა და უნარიანია, იაროს ახალი, ეფექტური და ეფექტიანი გზებით და მზადაა ითამაშოს სამართლიანი თამაშის წესებით, ყოველგვარი მიკერძოებების, წინასწარგანწყობების და ტრავმული მეხსიერების მიღმა.

დანარჩენი ახალზე და ერთიანობაზე უკვე თებერვალში”–  წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.