“ძალიან გამიხარდა! როგორი დროულია”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას საჯარო პოლიტიკაში.
“ახლა შიდა პოლიტიკას სჭირდება მიხედვა, იმიტომ, რომ, მართლა მოვდუნდით, მტერი და ოპონენტი დაშლილი ნაცები გვგონია (მედიის წყალობით), არა, და, სულ სხვა საგარეო-პოლიტიკური პროცესებისთვის უნდა გადავეწყოთ და ამ დროს შიდა პოლიტიკური სიმყარე სასიცოცხლოდ აუცილებელია!
ჩვენ რიგ საკითხებზე საუბრისგან და ხელისუფლების კრიტიკისგან ზოგჯერ ვჩუმდებოდი და ვბრაზობდი, რომ ნაცების გასახარებლად ჯანსაღი კრიტიკული აზრის გამოთქმა გვეძნელებოდა, თუ ძალიან, ძალიან გასაბრაზებელი არ იყო! ეს ცუდი იყო! ოპონირება ყველა ხელისუფლებას სჭირდება, ქვეყანას სჭირდება.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ის თქვა, რაც მეც მაწუხებდა. მას ყველაფერი კარგად დაუნახავს, დეტალებში!
ძალიან მიხარია, წინ საქართველოს ხელისუფლებას უზარმაზარი დიპლომატიური სამუშაო აქვს ჩასატარებელი და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ტვირთი ღირსეულად ატარა. ახლა კიდევ სხვა ეტაპი იწყება და ბატონი ბიძინა ამ მძიმე ტვირთს გადაინაწილებს.
სხვა ეტაპი იწყება და ჩვენებურის და ჩვენებურების გუნდის (ჩემს წარმოშობას ვგულისხმობ, თორემ, პირადად არც ერთ მათგანს არ ვიცნობ – ბატონ ლილუაშვილის ტვირთიც უფრო მძიმე გახდება. აქამდე მანაც ღირსეულად გაართვა თავი როგორც გარე, ასე შიდა მტრების ნეიტრალიზების საკითხს.
ასეთი დამოუკიდებელი უშიშროების სამსახური საქართველოს ბოლო 30 წლის მანძილზე არ ჰყოლია. ეს შედეგებით ჩანს.
პატრიოტიზმის რეანიმირება სჭირდება საქართველოს და სრულიად ახლებური განათლების სისტემა! ახალ, რთულ ეტაპზე გადადის მსოფლიო და საქართველოც.
საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ბატონო ბიძინა, საუკეთესო დროს!
ღმერთო, დალოცე, საქართველო, ერი, ბერი, მთავრობა და მხედრობა! სანატრელი და საამაყო გახდება საქართველოს მოქალაქეობა, მჯერა! იხარეთ”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს