ბოლო ამბები
13/09/2024

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი ძირითადად დადებითად უნდა შეფასდეს შემდეგი მიზეზებით – გია ხუხაშვილი

გაზიარება

გია ხუხაშვილის მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით:

“თავი გავანებოთ ბიძინას ჩრდილიდან გამოსვლის მოტივებს, მისი ხელის ბიჭების დიფირამბებით შენიღბულ შიშებს, ოპოზიციის უსაფუძვლო ბაქიბუქს და ვცადოთ ვუპასუხოთ მთავარ კითხვას – რას ნიშნავს ეს ქართული სახელმწიფოსთვის და პოლიტიკური პროცესისთვის?

ჩემი აზრით, მისი ეს ნაბიჯი ძირითადად დადებითად უნდა შეფასდეს შემდეგი მიზეზებით:

1. გარკვეული აზრით აღდგა პოლიტიკური წესრიგი. ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირი შესაბამისად პასუხისმგებელიც ხდება პროცესებზე, რაც ოპოზიციას აძლევს საშუალებას პოლიტიკური ფოკუსი გაასწორონ და მუდმივად ფანტომებს არ სდიონ.

2. ბიძინა, არსაიდან მოსული მისი ე.წ. “გუნდისგან” განსხვავებით აღიარებს გარკვეულ წითელ ხაზებს, რადგან იცის მათი დარღვევის რეალური ფასი. შესაბამისად, მიუხედავად აგრესიული კამპანიისა, არ უნდა ველოდოთ ე.წ. “ბესპრედელს” რაც დამახასიათებელია მშიშარა, კოლბაში გამოყვანილი მისი გუნდის წევრებისთვის.

3. კორუფციული ქაოსი მოწესრიგდება და მას კონტროლირებადი სახე მიეცემა.
ერთადერთი კითხვა რჩება – აქვს თუ არა ოპოზიციას უნარი, სწორად შეაფასოს შექმნილი მოცემულობა და ადეკვატური ოპონირება გაუწიოს არა ფანტომურ ორირაკლის (ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე) გაუგებრობას, არამედ სრულიად რეალურ ბიძინა ივანიშვილს.”- წერს გია ხუხაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა