“ვისაც ივანიშვილის მობრუნება, თუ რაცაა გაგიხარდათ, აი რა გითხრათ ბეჩავთ-ბეჩავნო?!”- ასე ეხმიანება რეჟისორი გიორგი სავანელი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას.
“ხალხი მეორედ მოსვლაზე საუბრობს საუკუნეებია… და ტიპმა მესამედ მოსვლა მოაწყო თორმეტ წელიწადში..
წინასაახალწლოდაც დასცინა და გააპამპულავა ხალხი… ვისაც მაგის მობრუნება, თუ რაცაა გაგიხარდათ, აი რა გითხრათ ბეჩავთ-ბეჩვნო?!
იქნებ ოდესმე შემოქმედს თქვენთვისაც გადმოეხედოს და მადლი მოეღოს…
ისე კი რა გამოდის, ანუ რუსი ოლიგარქის წელი გვექნება და ეგ უნდა გვიხაროდეს?..
მდა!
იფ, რა 2024 წელი გველოდება!.. აქედანვე გავემზადოთ! მხნეობა ვისურვოთ, მხნეობა!”– წერს სავანელი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს