ბოლო ამბები
12/10/2024

დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია – გიორგი ნაზღაიძე

გაზიარება

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მასსა და მის მეგობარზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ჰყვება, თუ რა მოხდა 6 იანვრის ღამეს თბილისში, ორბელიანის მოედანზე..

“ჩემ ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.

ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის.

ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!

მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!”- წერს გიორგი ნაზღაიძე.

სხვა ამბების წაკითხვა