“უფროსობამ” ბრიუსელიდან ბრჭყალები ღიად და ურცხვად გამოაჩინა,
ხომ გინდოდათ “ევროპული რძე და ყველიო”, ჰოდა ულტიმატუმის სახით ლგბტ-საზიზღრობისა და მსგავსი რამეების წინააღმდეგ ხმა კრინტი – სრული
პარპაშიო!”– წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე.
წარსულში გაჩხერილი საქართველო! წარსულში გაჩხერილი, ბოლო 30 წლის განმავლობაში კარგად დაფინანსებულ-გამოზრდილი მარიონეტული ე.წ. “ინტელექტუალური ელიტა” – მომწერლო-მოპოეტო უცხვირპირო ხალხი, ფსევდო-მომღერლები, ფსევდო-პოლიტიკოსები, ფსევდო-არასამთავრობოები და მათი ბრმა მიმდევრები!
“უფროსობამ” ბრიუსელიდან ბრჭყალები ღიად და ურცხვად გამოაჩინა – ხომ გინდოდათ “ევროპული რძე და ყველიო”, ჰოდა ულტიმატუმის სახით ლგბტ -საზიზღრობისა და მსგავსი რამეების წინააღმდეგ ხმა კრინტი – სრული პარპაშიო!
მეტი არ აუდგათ ბრიუსელში გვერდები, – ეს ვერ განხორციელდება საქართველოში!
აგერა და ხვალეო! დაინახავთ ქაჯობა თუ რა მძ…ში ხართ! ამ დროს მსოფლიოში. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, დიდი ტემპი აკრიბა ამ ყალბად გაგებულმა “ვესტერნიზაციის” წინააღმდეგ მოძრაობამ – ნეო-ლიბერალური ტყლაპო არავის სურს,
გარდა უმნიშვნელო პროვინციული ქვეყნებისა! დასავლეთისთვის სრული კრახის მომასწავებელი უკრაინაა, – დასავლური ომები არსად არის და არსად იქნება წარმატებული.
დააკვირდით, რა ხდება ახლო აღმოსავლეთშიც! 2024 წელი საერთოდ გადარეცხავს იმ დასავლეთის გავლენას, საკუთარ ცივილიზაციასა და კულტურას რომ უღალატა და ნაგავში ჩაეფლო ყელამდე!
აშშ, სადაც 2024 წელი ძალიან რთული იქნება და გადამწყვეტი, იმედია დაძლევს იმ მარაზმს, რაც მიიღეს ეს წლებია!
სიგლახეში ჩამპალი ევროპა კი, უსაშველოდ ჩანს, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის საღი ძალები შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას.
დღევანდელი აშშ და ევროპა ვერავის დააბრალებს საკუთარ დაცემას და უბადრუკ მდგომარეობაში აღმოჩენას: ლგბტ-მარაზმს აყოლილი ხალხი კისერს იტეხს საკუთარი სტრატეგიული შეცდომების გამო!
საფლავი დასავლეთმა უკრაინაში გაითხარა!
სხვა პროცესები მიდის მსოფლიოში, საქართველოს ხელისუფლება კი დეპოშია უიმედოდ შეგდებული, – ასეთი პოლიტიკური სიყრუე, პოლიტიკის პროფანაცია და საკუთარი თავის შეურაცხყოფა უკვე ზღვარს სცილდება!”- წერს დემურ გიორხელიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს