“ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი, –განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა. მნიშვნელოვანი წელი იქნება, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და წელსაც ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.
ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60 პროცენტამდე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, – განაცხადა კობახიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს