ბოლო ამბები
19/09/2024

სინამდვილეში – აქაურ პროდასავლურ მედიებს და ისრაელის რაკეტებს ერთი ფული აფინანსებს – ერეკლე დეისაძე

გაზიარება

“ჰეროდე აღარ არის, მაგრამ ადგილი სადაც ქრისტე იშვა, დღეს ჰეროდეს ფუნქცია ისრაელმა აიღო და იქაურობა სასაკლაოდ აქვს ქცეული.

ხალხს რომელსაც ამ სასაკლაოზე ხმა არ ამოგიღიათ, იმიტომ რომ ბენეფიტები გაქვთ და თვალის დახუჭვა გიწევთ, განსაკუთრებით სასაცილოები ხართ, როცა შობის თარიღზე მსჯელობთ.

რამდენიმე ცნობად სახეს იმის სინდისიც არა აქვს, რომ ჩუმად მაინც იყოს და ისრაელის ელჩთან გადაღებული ფოტოებით პოზირებს. ავატარზე დროშებს იყენებს და წარმატებას უსურვებს ბოროტებასთან მებრძოლ ისრაელს.

სინამდვილეში – აქაურ პროდასავლურ მედიებს და ისრაელის რაკეტებს ერთი ფული აფინანსებს. იქნება ეს ტელევიზია თუ ბეჭდური მედია, ამიტომ ამ გენოციდს გვასაღებენ როგორც ,,ტერორიზმთან ბრძოლას” მერე გამოხტებიან ეს ორშაურიანი ყლ…ბი და დაგიწყებენ საბჭოთა ცენზურაზე ლაპარაკს.

დღეს ხომ თავისუფლები ხართ, ახლა გიჭირთ ამაზე საუბარი, როცა იცით რომ ამის გამო არც არავინ დაგხვრეტთ და არც გადაგასახლებთ, მაგრამ ჩუმად ხართ. დარწმუნებული ვარ, საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი ჩეკისტი ნასედკები იქნებოდით.

ჩვენი მთავრობის პოზიცია ცალკე ტრაგედიაა. გაეროში ომის შეჩერებაზე კენჭისყრაზე თავს იკავებენ და გენოციდის დაგმობაც არ შეუძლიათ. ჩვენი ბაბუები ნაციზმს ებრძოდნენ, ხელისუფლება კი ჰოლოკოსტზე ხუჭავს თვალს.

წლევანდელი შობა ღაზაში მცხოვრები ბავშვების შობაა. რომელსაც ,,ბოროტებასთან მებრძოლი” აშშ-ს რაკეტები აცვივა თავზე.

იმედია მალე მოვესწრები ამ ბოროტების ჩამდენი ქვეყნების დასამარებას. მათი ინტერესების გამტარებს კი დედის##### -ს გისურვებთ.”- წერს მუსიკოსი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში.

სხვა ამბების წაკითხვა