ბოლო ამბები
12/10/2024

უნდა დაიწეროს ხატები, სადაც საჯარო ნათლობას ატარებს წმინდა ლაშაბუღაძე, აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის ხელთუქმნელ ხატებზე – ბაკურ სვანიძე

გაზიარება

“გამომდინარე იქიდან, რა აჟიოტაჟიც ატყდა ამ დღეებში ზოგადად ეკლესიურ და კონკრეტულად ხატის თემებზე, საჭიროდ მიმაჩნია სასწრაფო რევოლუცია
რელიგიის და განსაკუთრებით ხატწერის მიმართულებით”- წერს ჟურნალისტი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთებას სამების საკათედრო ტაძარში, დედა მატრონას ხატზე სტალინის შეხვედრის ამსახველი ეპიზოდის გამო.

ბაკურ სვანიძე ამ საკითხზე ირონიულ-იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს:

“ქართული ეკლესიებიდან უნდა ჩამოიხსნას ძველი, ბნელი, დრომოჭმული და რაც მთავარია რუსული გავლენით შესრულებული ხატები და გამოიკიდოს ახალი, წმინდად ქართული, რაც მთავარია ევროპის და ლიბერალიზმის სულისკვეთებით განმსჭვალული, ნამდვილი პატრიოტული ხატები!

მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს და თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ. აქვე, გეტყვით, რომ დავწერ ჯერ ხატის შინაარსს, შემდეგ კი ფრჩხილებში მივუთითებ როგორ უნდა იქნას მოხსენიებული ეს კონკრეტული ხატი საეკლესიო დავთრებსა და შესაბამის ლოცვებში…

1. შეშინებული რუსები გარბიან. აქ გამოსახული იქნება ალეკო ელისაშვილი მრისხანე გამომეტყველებით! (წმინდა დეშეკას ხატი)

2. გიორგი გახარია თვალის პაჭუნით განგმირავს ბოროტ მილიარდერს
(წმინდა თხარიას ხატი)

3. საოკუპაციო ხაზთან წაკუზული ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე აფრთხობს ოკუპანტებს
(წმინდა კუანას ხატი)

4. მამა პეტრე კოლხი თავის ნაშასთან ერთად კურნავს ბოღმისგან და შურისგან ადამიანებს “გუჩის” სათვალეებიდან ვნებიანი მზერით. (წმინდა გლამურას ხატი)

5. მამუკა ხაზარაძე შარავანდედით მოსილი, ზეციდან დაჰყურებს ბინიდან გამოსახლებულებს და მათი ძაღლებისთვის საკვებს აწვდის მათ. (წმინდა ვახშიას ხატი)

6. წმინდა ზოგჯერქალწული ნეტარი ნატა (ფერაძე) 2012 წლამდე მდგომარეობაში
(წმინდა ტ .. აურას ხატი)

ასევე, უნდა დაიწეროს ხატები, სადაც საჯარო ნათლობას ატარებს წმინდა ლაშაბუღაძე, ნათლისმცემელი, რომელმაც სათავე და საფუძველი დაუდო ახალ მიმდინარეობას რუსული ხატების წინააღმდეგ.

აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის ხელთუქმნელ ხატებზე, რომლებიც ისედაც უკვე დაწერილიცაა, დახატულიც და თავიც ძალიან ბევრს აქვს ზედ ნარახუნები და ახლაც არაერთი არახუნებს.

მოკლედ, დროა, ამოვძირკვოთ ყოველგვარი რუსული კვალი ქართული ეკლესია-მონასტრებიდან და ვინც ახლა აქ რუსებზე კარგს დაწერს რამეს, წაიშლება!”- წერს ბაკურ სვანიძე მის სატირულ-იუმორისტულ პოსტში.

სხვა ამბების წაკითხვა