ბოლო ამბები
18/03/2025

მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ და უმკაცრესად თუ არ დაისჯება ამის ჩამდენი, სამართლიანობას ჩვენ აღვადგენთ – გიორგი ქარდავა ხატის შეურაცხყოფაზე

გაზიარება

კონსერვატიული მოძრაობა – “ალტ-ინფო”-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქარდავა ეხმიანება სამების საკათედრო ტაძარში, ნატა ფერაძის მიერ, დედა მატრონას ხატის შეურაცხყოფის ფაქტს და ხელისუფლებას უმკაცრესი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

“სამებაში ლიბერასტებმა მართლმადიდებლური ხატი შეურაცხჰყვეს, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ევროკავშირის დროშის დაწვის გამო ხალხს 6 წლით ციხეში უშვებენ, ხოლო ეკლესიაში შევარდნაძე და ხატის შეღებვაზე სისტემის მხრიდან დუმილია.

მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ, ოპერატიულად, უმკაცრესად თუ არ დაისჯება ამის ჩამდენი, სამართლიანობას ჩვენ აღვადგენთ”- წერს გიორგი ქარდავა “ტელეგრამი”-ს არხზე.

სხვა ამბების წაკითხვა