საქალაქო სასამართლოში 16 წლის სერგი კაკაჩიას პროცესი კვლავ გადაიდო

309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 წლის სერგი კაკაჩიას სასამართლო პროცესი 6 დეკემბრამდე გადაიდო. ადვოკატის განცხადებით დაცვის მხარემ პროკურატურას მიმართა შუამდგომლობით მოზარდისთვის განრიდების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება 2018 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მოზარდმა ლგბტ თემის წარმოამდგენელ ნიკო გორგილაძეს ხელი გაარტყა.

როგორც სერგი კაკაჩიამ განაცხადა, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა ღმერთს, პატრიარქს და საქართველოს მოქალაქეებს.

პროცესს მხარდაჭერას უცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE