ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორის თქმით, მერმა უმიზეზოდ გაათავისუფლა

280
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ყვარლის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი დირექტორი მაია სამიტაშვილი ამბობს, რომ ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა ის უმიზეზოდ გაათავისუფლა სამსახურიდან.

მაია სამიტაშვილმა MULTIMEDIA.GE – ს ვრცელი წერილით მომართა და მისი გამოქვეყნება გვთხოვა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

“2015 წლიდან ვმუშაობდი ა(ა)იპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად. 2019 წლის 11 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა,გამათავისუფლა სამსახურიდან, გამოიყენა ის უფლება, რომ მერი ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის ხელმძღვანელს, საფუძველი არ წერია.

მთელი წელი მორალურად გამანადგურა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამუშავა და ოცნების პარტიის სახელით მაშანტაჟებდა. მე ვარ უკანონოდ გათავისუფლებული, როსტომ სესიაშვილის პირადი მსხვერპლი.

ვერ ამბობს ნამდვილ მიზეზს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მიყვირა, მიქნია ხელები(არსებობს მოწმეც,რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ ამბობს სიმართლეს-ვალერი გოქსაძე), რაზეც მეც ვუყვირე და აი ესაა მიზეზი, თუმცა დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო ჩემი გათავისუფლება, მუშაობაში ხარვეზი ვერ მიპოვა და პირადი კონფლიქტის გამო გამათავისუფლა.

ჩვენს შორის თითქმის 1 წელია იყო მხოლოდ ერთი პრობლემა,რომელიც როგორც ახლა ვხვდები ხელოვნურად შემაქმნევინა მერმა, რომ გავეთავისუფლებინე, რადგან მე ვიყავი წინა გამგებლის, ილია მზექალაშვილის ბოლო კადრი.   

ეს პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩემს თანამშრომელს, მანანა ელოშვილს, რომელმაც თავი ვერ გაართვა  ჩემ მიერ დაკისრებულ მოვალეობას-სპეციალისტი სააღმზრდელო დარგში და მთელი წელი იყო უფუნქციოდ, შევუცვალე ფუნქცია-სპეციალისტი საქმის წარმოების როსტომ სესიაშვილთან შეთანხმებით, რომლის გარეშეც სამსახური ვერ იფუნქციონირებდა  –  რადგან ეს ადგილი გახდა ვაკანტური, ახალი თანამშრომლის მოყვანას ეს ფუნქცია გავუწერე ელოშვილს, რომელიც არაფრით არ იყო დაკავებული და მისი შტატი უნდა გამეუქმებინა და დავზოგავდი 6300 ლარს და აიღებდა 528 ლარს(დარიცხულს-იგივე სახელფასო სარგოს რასაც მანანდე იღებდა,)

ეს ყველაფერი რ.სესიაშვილთან შეთანხმებით გავაკეთე, მიუხედავად იმისა,რომ მთელი 1 თვის განმავლობაში სანამ ამ ფუნქციას დავაკისრებდი, ვეუბნებოდი მერს, რომ ელოშვილი არ იყო თანახმა, იმუქრებოდა რომ მისი მეუღლე დავით თეთრაშვილი პარტიაში იჩივლებდა, რაზეც მპასუხობდა, რომ რას ჰქვია ფუნქცია არ შეასრულოს, არ შეასრულებს  და დავიბარებ და მოვხსნიო, პარტიაში ჩივილზე მპასუხობდა, რომ თეთრაშვილის გამო არავინ არ  დარეკავდა პარტიიდან, თუ ერთი ბატონი ბიძინა ივანიშვილი დარეკავდა მაშინ ვერაფერს გავხდებიო.

ამ ყველაფრის  შემდეგ ფუნქცია გავუწერე, მთელი თვე არ შეასრულა ეს ფუნქცია, ბრძანების წიგნში არ არსებობს არცერთი ჩანაწერი, სამსახური მუშაობდა შეფერხებით და თვის ბოლოს იძულებული გავხდი ეს ფუნქცია დროებით მთ.ბუღალტრისთვის დამეკისრებინა, რადგან 345 ადამიანი არ დარჩენილიყო ხელფასის გარეშე.

შემდეგ მ.ელოშვილის მეუღლე დ.თეთრეშვილი მივიდა მერთან და მოსთხოვა რომ უკან, ისევ თავის ადგილზე დამებრუნებინა და ფანჯარაში ყურებაში აეღო 528 ლარი, მეც მერმა მიბრძანა და მასთან შეთანხმებული ნაბიჯი უკან გადამადგმევინა, რაც თავისთავად მაკნინებდა თანამშრომლების თვალში, მაგრამ დავაბრუნე თავის ადგილზე,  ამის შემდეგ  მ.ელოშვილი და მისი მეუღლე დავით თეთრაშვილი გააქტიურდნენ ჩემს წინააღმდეგ.

მ.ელოშვილმა გამომიცხადა,რომ   პრინციპულად არ შეასრულებდა ამ ფუნქციას, სამსახურში დადიოდა თავისი სურვილისამებრ, აცდენდა სამსახურს -ეს ყველაფერი იწვევდა თანამშრომლების უკმაყოფილებას, რომ მ.ელოშვილი იყო პრივილეგირებული მერის მიერ, მ. ელოშვილი აცხადებდა,რომ ზუსტადაც ყავის სმაში უნდა აეღო ეს ხელფასი და იმუქრებოდა, რომ მისი მეუღლე იჩივლებდა პარტიაში.

მიჩივლეს თუ კი სადმე ხმა მიუწვდებოდა, პოლიციიდან დაწყებული ტელევიზიით დამთავრებული. ამ ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებდი რ.სესიაშვილს, რაზეც პარტიის სახელით მეუბნებოდა, რომ პარტიაში გაიგეს ეს ამბავი, არ დადის,მაგრამ ხელფასი უნდა უხადოო.

ელოშვილმა იმედის ჟურნალისტს უამბო რომ არ დავდივარ 3 თვეა და ხელფასს მიხდისო,არც მაშინ მითქვამს რომ ამ ყველაფრის გაკეთებას მაიძულებდა მერი, რადგან არჩევნები იყო ჩასატარებელი, არ მინდოდა ხმაური ყოფილიყო რაიონში, მთელი წელი არსად არ წავსულვარ საჩივლელად და ყველაფერს ვიტანდი რასაც მერი მიბრძანებდა და მაკეთებინებდა იმას რაც სურდა მანანა ელოშვილს და მის მეუღლეს.  

ასევე მ.ელოშვილმა როდესაც გააცდინა 5 სამუშაო დღე და მაქვს მისივე დაწერილი ახსნა-განმარტება, რომ თვითნებურად გააცდინა და დავუკავე 5 დღის ხელფასი(ნოემბერში), რ.სესიაშვილმა ისევ პარტიის სახელით მომწერა, რომ სასწრაფოდ დამებრუნებინა ეს ხელფასი, რადგან პარტიაში გაიგეს და იქიდან დაურეკეს.

მთელი წელი მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც მერის მხრიდან, ასევე მ.ელოშვილის და მისი მეუღლის მხრიდან. რ.სესიაშვილი მაიძულებდა ამეტანა ყველანაირი შეურაცხყოფა, 13 აგვისტოს მ.ელოშვილმა შეიტანა რ.სესიაშვილის სახელზე განცხადება მერიაში,რომ მე ვარ ფსიქიური ავადმყოფი, უავტორიტეტო,არაკომპენტენტური, რომ ადგილი ჰქონდა ჩემი მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას და თანამშრომლებზე ვძალადობდი და ითხოვდნენ ჩემს განთავისუფლებას, წერდა მრავლობითში,თუმცა ხელმოწერა მხოლოდ თავისია.

ამ წერილზე რ.სესიაშვილმა გასცა პასუხი, რომ შეისწავლიდნენ ამ საკითხს, მეც ვთხოვე ამ საკითხის შესწავლა, ასევე გასაუბრებოდა თანაშშრომლებს რაზეც ხალხის არჩეულმა მერმა მითხრა, რომ ვერ ჩამოივლიდა და ვერ დაიწყებდა ამ საქმის შესწავლას, თუმცა შეეძლო შეექმნა კომისია და ამ პრობლემაში გარკვეულიყვნენ- რასაც მთელი წელი ვთხოვდი, მაგრამ ისევ მე მაიძულებდა ეს შეურაცხყოფაც ამეტანა და ნოემბერში 5 დღის ხელფასის დაქვითვაზე ისევ მე მიკაკუნა თითები პარტიის სახელით.

რ.სესიაშვილმა 4 ადამიანთან ერთად მითხრა თავის კაბინეტში, რომ  ,,მაია შენ ახლა ქმარი აღარ გყავს, მანქანით მარტო დადიხარ და არ მინდა პრობლემა შეგექმნასო’’  ( მეუღლე, დავით კაციტაძე, გარდამეცვალა 6,03,2018 წ) საინტერესოა ვისი სიტყვები გადმომცა თუ პირადი მუქარა-გაფრთხილება იყო.( სასამართლოზე აუცილებლად დავასახელებ ამ პიროვნებებს და ამის მიმოწერაც არსებობს) რამოდენიმე თვის წინ მიწერილი მაქვს რ.სესიაშვილთან, რომ  მან მთელი წელი მორალურად გამანადგურე და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამუშავე და სამსახურის დაკარგვის ფასად კი არა სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ამ უსამართლობას აღარ შევეგუებოდი.

არსებობს ყველაფრის მიმოწერა და თუ დაინტერესდება გამოძიება და სასამართლო-სადაც შევიტანე სარჩელი და ჩათვლიან საჭიროდ გასაჯაროვებას უფრო ნათელი მოეფინება ყველაფერს. 

ყველანაირ ზღვარს რომ გასცდა ელოშვილის და მისი მეუღლის ქმედება, 10 დეკემბერს მივწერე სესიაშვილს,რომ ვანთავისუფლებდი, რათქმა უნდა სესიაშვილს არ უნდოდა ეს ნაბიჯი რომ გადამედგა-რომ ამ ამბავს მოყვებოდა ხმაური და გაიგებდნენ პარტიაში, მაგრამ ისევ სამსახურის და თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე   მივიღე ეს გადაწყვეტილება რადგან 344 თანამშრომელს ვერ მივათითებინებდი მ.ელოშვილის საქციელებზე რომ იყო პრივილეგირებული როსტომ სესიაშვილის და ოცნების პარტიის მხრიდან.

ვუხსნიდი სესიაშვილს,რომ ბაღში უნდა იყოს წესრიგი,ყველამ უნდა იაროს სამსახურში და შესრულოს მასზედ დაკისრებული მოვალეობა რადგან გვებარა 1364 ბავშვის სიცოცხლე,ჯანმრთელობა და კვება,და ელოშვილი რომელიც გაერთიანებაში იყო და მხოლოდ ფანჯარაში ყურებაში იღებდა  528 ლარს,მე არ მქონდა მორალური უფლება ბაღებში სადაც 200-288 ლარებზე მუშაობდნენ მათთვის მიმეცა თუნდაც რაიმე შენიშვნა და მითითება,რადგან ვიცოდი რომ ყველა ელოშვილისკენ მიმითიებდა.

მიუხედავად იმისა,რომ მ.ელოშვილი დარღვევით იყო განთავისუფლებული რ.სესიაშვილმა იმავე დღეს დაანიშნინა კულტურის აიპი-ში, რაზეც მერმა ტელევიზიაში და გუბერნატორთან აღნიშნა რომ მ.ელოშვილი გადაიყვანა სხვაგან,რაც არ შეესაბამება სიმართლეს,რადგან გავანთავისუფლე მაგიტომ იმავე დღეს დანიშნა სხვა სამსახურში.მთელი წელი როცა ვთხოვდი,რომ იქნებ გადაეყვანა სხვაგან რადგან ცუდად ისახებოდა ელოშვილის ქმედებები სხვა თანამშრომლებზეც, მეუბნებოდა მერი,რომ არსად ადგილი არ ჰქონდა, თუმცა როგორცვე გავანთავისუფლე იმ დღისითვე გამოუნახა სამსახური),დაანიშნინა 450 ლარი ხელზე ასაღები,რამაც გამოიწვია კულტურის თანამსრომლების უკმაყოფილება,რომ მათ აქვთ 250 ლარი და ამ პიროვნებას რატომ დაუნიშნეს თითქმის ორმაგი ხელფასი.

ამ ყველაფრის შემდეგ გავიდა თითქმის 2 თვე და მ.ელოშვილმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ. მე შევხვდი სესიაშვილს და ვუთხარი ეს ამბავი და ასევე განვუმარტე,რომ სასამართლოში რომ დამიბარებდნენ იძულებული ვიქნებოდი მეთქვა სიმართლე,რომ ყველაფერი მასთან შეთანხმებით გავაკეთე რისი თქმაც არ მინდოდა,გადავიდა ყვირილზე, რაზეც ვუთხარი რომ არ ეყვირა, ასევე ვკითხე ამ საკითხის გარდა იყო თუ არა ჩვენს შორის რამე პრობლემა, იყო თუ არა ჩემი მუშაობით კმაყოფილი,მის გარეშე ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადამიდგავს და ბაღების ან ჩემს გამო თუ მიუღია შენიშვნა რაზეც მიპასუხა, რომ ნამდვილად არანაირი პრობლემა არ ჰქონია ჩეთან მუშაობაში.

ვკითხე თუ რატომ მატარებდა მ.ელოშვილის ქმრის სურვილებზე, ეს ერთი პრობლემა რატო ვერ მოგვარდა, რასაც მთელი წელი ვთხოვდი და გადავიდა ყვირიზე, მიქნია ხელები და მიყვიროდა -,,შენ ვინ ხარ,შენ ვინ გეკითხება და კიდე რას მიბრძანებო?“ რაზეც მეც ვუყვირე რომ რატომ მატერორებდა ფსიქოლოგიურად და მ.ელოშვილს ქმარი უგვარებს საქმეს და ჩემი ქმარი საფლავშია და მაგიტო გადამიარეთ თავზეთქო, შილდიდან გამოგდებული მკვლელის სურვილებზე მატარებ, რაც გინდა ის გააკეთე და გამოვედი კაბინეტიდან რადგან შეიძლება ფიზიკურადაც შემხებოდა, ამ ყველაფერს ესწრებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვალერი გოქსაძე, თუმცა ამბობს რომ მეორე ოთახში იყო,რაც არ არის სწორი, ჩემს წინ იჯდა თავჩახრილი ,ვერ იტყვის  სიმართლეს რადგან სესიაშვილი მასაც გაანთავისუფლებს და ეშინია სიმართლის თქმის,თუმცა მე თუ ვიქნებოდი დამნაშავე დარწმუნებული ვარ სესიაშვილი სიმართლეს ათქმევინებდა. ეს ყველაფერი  7 თებერვალს მოხდა, აი ეს დაპირისპირება გახდა მიზეზი ჩემი სამსახურიდან გაშვების  11 თებერვალს.

აქვს თუ არა უფლება  ხალხის არჩეულმა მერმა უყვიროს თანამშრომელს,მასზედ უფროს ქალს და იცის თუ არა სესიაშვილმა თმენის ვალდებულება და ჰქონდა თუ არა უფლება ფსიქოლოგიური ტერორი განეხორციელებინა ერთი წლის განმავლობაში. მ.ელოშვილის მეუღლე დავით თეთრაშვილი არის ოცნების პარტიას ამოფარებული და ამით სარგებლობს,ეს პიროვნება არის ნასამართლევი ბიძაშვილის მკვლელობისთვის სოფ.შილდაში სადაც აღარ ეცხოვრებოდა და გადმოსახლდა ყვარელში.

ასევე პრობაციონერი ბაგა-ბაღებში სათბობი შეშის არასაკმარისი რაოდებობის შეტანის გამო,ყველა ერიდება მასთან კონფლიქტს, რადგან ცნობილია როგორც საშიში პიროვნება,შეგიძლიათ ხალხთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვისაც მიუყენებია შეურაცხყოფა არაერთხელ.

მთელმა ყვარელმა იცის ეს ამბავი და ყველას აქვს ერთი კითხვა თუ რატო უსრულებს რ.სესიასვილი დ.თეთრაშვილს ყველა სურვილს,ასევე პატიობს სიტყვიერ შეურაცხყოფებსაც(რ.სესიაშვილმა მითხრა პირადად ორჯერ როგორ აგინა დ.თეთრაშვილმა) და მისგან ასეთ შეურაცხყოფასაც იტანს და მე ყვირილზე ყვირილი არ მაპატია?

დ.თეთრაშვილის შვილიც შოთა თეთრაშვილი, რომელიც მუშაობდა სამხედრო სამსახურში რ.სესიაშვილმა დაასაქმა წყალკანაშიც(ჯერ დაასაქმა დ.თეთრაშვილი,მაგრამ რადგან პრობაციონერი იყო შემდეგ შვილი დაასაქმა მამის მაგივრად), რომელიც წავიდა მოსკოვში და წაიღო მოსახლეობის წყლის გადასახადი და როდესაც ეს ამბავი გამჟღავნდა  მ.ელოშვილმა გვითხრა სამსახურში რომ ეს თანხა მის შვილს შემთხვევით გაყვა მოსკოვში, ერთხელ სესიაშვილს მივწერე,პარტიაში მარტო ჩემ ამბებს რომ იგებენ დ.თეთრაშვილის და მისი შვილის ამბებს რატო ვერ იგებენ? დ.თეთრაშვილი ასევე ამბობდა ჩემზე,რომ მანქანას გადამატარებდა ,ამის შესახებ მაფრთხილებდნენ.ყველას აზრი ისაა,რომ დავით თეთრაშვილს აქვს რაღაც კომპრომატი სესიაშვილის წინააღმდეგ და მაგიტო ასრულებს მის ბრძანებებს. რამდენჯერ ვუთხარი სესიაშვილს,რომ სირცხვილია ასეთი ადამიანი რომ პარტიის სახელს არის ამოფარებული.

მთელი წელი ფსიქოლოგიური ტერორით,მუქარით და შიშით მაცხოვრა როსტომ სესიაშვილმა,მორალურად გამანადგურა,საკუთარი თავის პატივისცემა დამაკარგინა და გამხადა უთავმოყვარეო დირექტორი,სადაც იცოდნენ,რომ ჩემს სამსახურს მართავდა დავით თეთრაშვილი,ის ვერ აკადრა მერმა მანანა ელოშვილს და მის მეუღლეს, რომ ხანდახან ბრძანების დაწერაში აეღო ხელფასი და ფუნქცია შეესრულებინა და მე გამანადგურა, მოვივლი ყველა ინსტანციას, ვიბრძოლებ ბოლომდე და სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს.

მე სესიაშვილთან შეუთანხმებლად არ მიმიღია თანამშრომლისთვის ფუნქციის შეცვლის გადაწყვეტილება, სესიაშვილს შეეძლო ეთქვა თავიდანვე რომ არ შემეცვალა მისთვის ფუნქცია და რათქმაუნდა დავემორჩილებოდი მერის სურვილს, მაგრამ მიზანმიმართულად გადამკიდა ეს ცოლ-ქმარი და აიხდინა საწადელი და გამანთავისუფლა. ამიტომაცაა ქაოსი ყვარლის მინიციპალიტეტში,უველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს,  როსტომ სესიაშვილის ახლობლები იშვიათად  დადიან სამსახურებში, მარტო ხელფასს იღებენ და ეს ყველაფერი იწვევს ხალხის გაღიზიანებას. ნუთუ მერმა არ უნდა იცოდეს, რომ დანიშვნას არ ჭირდება საფუძველი და განთავისუფლებისთვის აუცილებელია საფუძველი,მაგრამ ვერაფერი მიზეზი ვერ მიპოვა და უსაფუძვლოდ გამანთავისუფლა, გამოდის,რომ თუ კი სადმე სამსახურებში შელაპარაკებები ხდება სამსახურებიდან უნდა გაუშვან ხალხი? და არ გაქვს თანამშრომელს იმის უფლება რომ მერს სიმართლე უთხრა?

ყვარელში არის ბატონ-ყმობა, ჩემი გათავისუფლებით , როსტომ სესიასვილმა ხალხს დაანახა ძალაუფლება, რომ თუ კი ვინმე არ შეასრულებს მის უკანონობებს გაუშვებს უმიზეზოდ-აი ესაა ხალხის არჩეული მერი,(ჩემი აბავი გახმაურებულია რადგან მთ ელი წელი გრძელდებოდა და იცის ყვარლის რაიონის მოსახლეობამ), თუ არ შეიცვალა ყვარელში მიდგომები 2020 წლისთვის არ იქნება სახარბიელო შედეგები არჩევნებისთვის-ეს ხალხის აზრია , ძალიან გთხოვთ მიხედეთ ყვარელს, ბევრი უსამართლობაა და მერი ნაცარს აყრის თვალებში მოსახლეობას.

მოსახლეობასთან შეხვედრებსაც არ ატარებს პარასკევობით, იშვიათად ესწრება თათბირებსაც.  თამამად ვაცხადებ,რომ ჩემი მეუღლე რომ ყოფილიყო ცოცხალი, ან მქონოდა სხვა შესემოსავალი ან ჩემი შვილი მუშაობდეს და არ იყოს სტუდენტი მე თვითონ დავწერდი განცხადებას და წამოვიდოდი სამსახურიდან ადრევე, რადგან ყველანაირად მაიძულებდა ეს ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, შვილი მყავდა შესანახი და ყველანაირ შეურაცხყოფას და ზეწოლას ვიტანდი სესიაშვილისგან ბოლო ერთი წელიწადი.

ზოგადად არ არის კარგი სიტუაცია ყვარელში, კვირაში 1-2 დღეზე მეტი არ ჩნდება რაიონში და სამსახურში მერი, არასდროს არავინ იცის თუ როდის იქნება, იშვიათად ატარებს თათბირებს და მოსახლეობის მიღებას რაც იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას.

ნოემბრის ბოლოს ბაღებიდან წაიღო 130 000 ლარი, რასაც ვინახავდი რომ ავეჯის ერთიანი ტენდერი გამომეცხადებინა, ასევე ყველა ბაღისთვის კომპიუტერები მეყიდა რომ კომუნიკაცია გვქონოდა და ბაღის თანამშრომლებისთვის ვაპირებდი საახალწლო დანამატის მიცემას, ისედაც მწირი ხელფასები აქვთ ,მაგრამ მე  თურმე 25 დეკემბრამდე მე ვერ მოვასწრებდი ამ ყველაფერს და თანხა წაიღო მუნიციპალიტეტმა, რაში  გამოიყენეს ეს თანხა არ ვიცი. შარშან კვების ტენდერებიც გვიან გამომაცხადებინა რამაც გამოიწვია 2 კვირის დაგვიანებით ბაღების გახსნა და მშობლების დიდი უკმაყოფილება და ყველაფრის ჩემს თავზე აღება მიწევდა.

არ მაქვს უფლება თუნდაც დამლაგებლის დანიშვნის მერთან შეუთანხმებლად, მაგრამ ეს ყველაფერი მუდმივად დროში ჭიანურდება რადგან იშვიათად ვხედავთ და ყველა სამსახურის უფროსი, თუ მერიის თანამსრომელი მუდმივად მერის ძებნაში ვართ. ზინობიანის ბაღში როდესაც განთავისუფლდა მეეზოვის ადგილი, 2 თვე ველოდებოდი ვის დანიშვნას მიბრძანებდა. ერთი ადგილი, რომელიც ვთხოვე გაეთვალისწინებინა,ეს იყო სანავარდოს ბაგის ძიძა-დამლაგებელის ადგილი, უმუშევარი შვილმკვდარი ქალბატონი,რომელიც  ზრდიდა ობოლ შვილისშვილს და ეს თხოვნაც არ გაითვალისწინა და ვინც მიბრძანა ის დავნიშნე და ამ ქალბატონს უთხრა რომ, არ ვიცი ქალბატონო პირველად მესმის ეს საკითხი, ბრძანება მე არ დამიწერიაო, რა მეთქვა გამწარებული ქალისთვის, ვუთხარი,რომ მერი მართალი იყო და ბრძანება მე დავწერე  ,აბა რა მეთქვა,რომ ხალხის არჩეულმა მერმა თქვენი გასაჭირი არაფრად ჩააგდო ,თუ როგორ გამოკვებავთ ობოლ შვილიშვილშს? როგორც მაღლა მოგახსენეთ პარტიის სახელით  ლაპარაკობს, საბუის ბაღში შეიძლება ჯგუფი შემცირებულიყო, აღსაზრდელების რაოდენობის სიმცირის გამო და  დამლაგებლის გვარი მომწერა, ეს არ შეამცირო პარტიიდან დამირეკესო, რომც დაერეკათ და ეთხოვათ თავისი სახელითაც რომ ეთქვა, რათქმა უნდა გავაკეთებდი,მაგრამ ყოველთვის პარტიას ახსენებს.

ივნისიდან დღემდე დაკეტილია ახალსოფელი #1 და გრემის ბაღები სარემონტო სამუშაოების გამო,როგორც ტელევიზიიდან გავიგე მეტენდერემ აიღო 145 000 ლარი და გაიქცა საზღვარგარეთ-ეს ყველაფერი იწვევს მშობლების უკმაყოფილებას. 

ასევე ტელევიზიამ გააშუქა წიწკანაანსერის ბაღი, რომ არიან ქვეწარმავლები,რაზეც მერმა იცრუა ტელევიზიებით და თქვა რომ არ არიან ქვეწარმავლები, ამ ყველაფრის მერე წამოვიდა ჩემზე აგრესია მშობლების,რომ ეს მწვავე საკითხი არ მქონდა მერთან ნათქვამი, არადა 3.04.2018 წლიდან-01.10 2018 წლამდე წ/სერის ბაღი დავკეტეთ მაგ პრობლემის გამო(6 თვე) და პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა,ყველა თათბირზე მაგ საკითხს ვამბობდი, გვერდზე შენობაა სადაც დაბუდებულები არიან ქვეწარმავლები და ვითხოვდი ამ შენობის დემონტაჟს, მაგრამ ასეთი პასუხი გამცა მერმა,რომ სამხარაულის ექსპერტიზა არ აძლევთ უფლებას შენობის დემონტაჟის,რადგან მყარი შენობაა და თან მისი დემონტაჟი 35 000 ლარი ჯდებოდა, მაშინ ვთხოვე, რომ გარემონტებულიყო შენობა, ბეტონი დაესხათ იატაკზე, ამოექოლათ კედლები, ჭერი გაკეთებულიყო, რადგან მართლაც დიდი საშიშროების წინაშე არიან, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, 6 ცალი როგორ  იყურებოდა კედლებიდან, ყოველდღე კლავენ, თებერვლიდან გამოდიან უკვე, თანამშრომელმა ტუალეტშიც ნახა და წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ამ ყველაფერი ჩემი მცდელობის მიუხედავად ბაღი ისევ იმ დგომარეობაში გავხსენით როგორც დავკეტეთ და 6 თვე ვერაფერი მოახერხეს რამაც გამოიწვია მშობლების ძალიან დიდი უკმაყოფილება და აპირებდნენ ჩივილს და ტელევიზიების მოყვანას და ამ ყველაფრის მერე ისევ მე გამომიყვანა მშობლების წინაშე დამნაშავე, რომ გაკვირვებულმა იკითხა სად არიან ქვეწარმავალიო თითქოს პირველად გაიგო ამის შესახებ.  

 შარშან ივნისში ბაღები შეამოწმა სურსათის სააგენტომ და დაგვიწერეს მითითებები,რომ თუ არ შევასრულებდით დაგვაჯარიმებდნენ,  2 ივლისს  მივაწოდე ინფრასტუქტურას ბაღების ჩამონათვალი, რა იყო მათი გასაკეთებელლი და რა გაერთიანების, მე ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთე  21 სექტემბრამდე, რადგან ეს ვადა გვქონდა მოცემული და ძალიან ხშირად ვახსენებდი ამ პრობლემას,რომ დაგვაჯარიმებდნენ, მაგრამ სესიაშვილი ღიმილით მპასუხობდა არ დაგვაჯარიმებენო, თუმცა თებერვალში შემოვიდა სააგენტო, დაგვაჯარიმეს და ალმატის ბაღი კი დაკეტეს და ესეც იწვევს მშობლების უკმაყოფილებას და ჯამში რამდენი მშობელი დარჩა უკმაყოფილო და ეს ყველაფერი არჩევნებზე რომ ისახება ეს ჩემზე უკეთესად უნდა იცოდეს მერმა.

ტელევიზიით გავიგე მიზეზი ,თუ რატო გამათავისუფლა,როგორც სესიაშვილმა აღნიშნა ,, ქალბატონ მაიას, როგორც თავის სამსახურში,ისე ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის ჩემთან გააჩნდა არაჯანსაღი ურთიერთობა და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება და გავათავისუფლე წესდების საფუძველზე, რისი უფლებაც მქონდა’’-ო,  ეს იყო მერის კომენტარი ტელევიზიებთან.  

სად იყო აქამდე მერი, რატომ არცერთხელ არ მომცა შენიშვნა, გაფრთხილება, ყოველთვის მადლობას რატომ მიხდიდა კარგი მუშაობისთვის. მ.ელოშვილის განცხადებას მითვლის კონფლიქტურობაში 13 აგვისტოს დაწერილს რაზეც მეც ვთხოვდი რეაგირებას? არც ამ წერილის თაობაზე არ მოუმართავს მერს, როდესაც გავიგე ამ განცხადების შესახებ, დავწერე განცხადება მერის სახელზე და გამოვითხოვე წერილი.

345 თანამშრომელთან მუშაობის დროს ,როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა  ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი და არა არაჯანსაღი ურღიერთობა, და მერი რომ უყვირის თანამშრომელს- ეს ჯანსაღი ურთიერთობაა? გუბერნატორთანაც ვიყავი და მისთვის უთქვავს მერს,რომ კი ნამდვილად დ.ეთრაშვილი არის ყველაფრის მკადრებელი, მე კი იმდენად კარგი თანაშრომელი,რომ კარგი მუშაობისთვის ხელფასიც კი მომიმატა,მაგრამ ამ ინციდენტის შემდეგ აღარ უნდა ჩემთან მუშაობა,- ერთი შეკითხვა მიჩნდება-როსტომ სესიაშვილს ყვარლის მუნიციპალიტეტი მემკვიდრეობით  დანატოვარი ჰგონია ?,რომ უმიზეზოდ მიშვებს სამსახურიდან,ვარ მართალი,მაგრამ აღარ უნდა ჩემთან მუშაობა?

პროფესიით ვარ ექიმი, ვმუშაობდი ყვარლის პოლიკლინიკაში თერაპევტად,შემდეგ 8 წელი ვიმუშავე კომპანია ,,ავერსი“-ს სამედიცინო წარმომადგენლად-ყვარელი, გურჯაანი, თელავი და ახმეტის აფთიაქების მუშაობას ვამოწმებდი და ამ რაიონების ექიმებს ვაცნობდი ავერსის მედიკამენტებს, არასდროს არავისთან არ მქონია კონფლიქტი და დღემდე ყველასთან კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ და ახლა გამომიყვანა კონფლიქტური როსტომ სესიაშვილმა.

ვიყავი ერთადერთი მარჩენალი ოჯახის, რომელსაც ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ მქონდა, მყავს სტუდენტი შვილი , პენსიონერი დედა და საბანკო ვალდებულებები.

2016 წელს ვიმყოფებოდი ინგოროყვას კლინიკაში დიაგნოზით  სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, ტვინის შეშუპება, მუდმივად მესაჭიროება წნევის კონტროლი და შესაბამისი მედიკამენტი , ამ ერთი წლის განმავლობაში, სესიაშვილის ასეთმა დამოკიდებულებამ გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუ დადგა სავალალო შედეგი ეს იქნება პირადად როსტომ სესიაშვილის ბრალი.

მთელი წლის განმავლობაში რამდენჯერ ვთხოვე, რატომ მანერვიულებ, რის გამო, კიდევ ერთ სისხლჩაქცევას თავის ტვინში ვეღარ ავიტან და ჩემს შვილს დედაც არ ყავდეს? მაგრამ ამ ადამიანს ვერაფერი ვერ შევასმინე.

რამდენიმე თვის წინ ვიყავი რ.სესიასვილის დედასთან(ადრე ერთად ვმუშაობდით) და ვთხოვე დაელაპარაკე როსტომს, პატარა ბიჭია, მაგრამ ძალიან ცუდად მექცევა ამ საკითხის გამო და არ მინდა სავალალო შედეგამდე მივიდეთ, მაგრამ მაინც მოხდა ის რასაც ვგრძნობდი.

სესიასვილმა ვერ მიპოვა მუშაობაში ვერაფერი, ისიც იკადრა სესიასვილმა,რომ ჩემს მოადგილეს ზაზა ზაუტაშვილს სასწრაფოდ დაავალა რომ ჩემთვის კაბინეტის გასაღები გამოერთმია და მე არ მქონოდა საშუალება დოკუმენტები დამენომრა და აუდიტისთვის ჩამებარებინა ყველაფერი, რადგან ვიგრძენი საშიშროება, გასაღების ჩამორთმევა რომ უნდოდათ და შეიძლება რაღაც დოკუმენტები გამქრალიყო.

თამამად ვაცხადებ, აუდიტმა ადრე შემამოწმა და კარგი მუშაობისთვის მადლობაც გადამიხადა და ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში ადგილი არ ჰქონია კორუფციას და თითოეული თეთრი ხმარდებოდა ბავშვებს, არ მეშინია თუნდაც საფინანსო პოლიცია შემოიყვანოს, რადგან კორუფცია არ ყოფილა და ვერავინ ასეთ რამეს ვერ დამწამებს, ბოლოს ისიც იკადრეს,რომ საკეტი გამოცვალეს.

ისიც იკადრეს,რომ დამაბრალეს ვითომ ვიყავი პორტირებული ნაციონალი და ვდევნიდი ოცნების აქტივისტებს-ეს ყველაფერი მანანა ელოშვილმა იმედის ტელევიზიით თქვა და მივხვდი,რომ უნდოდათ პოლიტიკური სარჩულის დადება,რომ იქნებ ამ მიზეზით მაინც გავეთავისუფლებინე, რადგან მ.ელოშვილს ჩემი ადგილი უნდოდა და გააქტიურდნენ როგორც კი  როსტომ სესიაშვილი მოვიდა მერად, თორემ ილია მზექალაშვილის დროს ერთად ნორმალურად ვმუშაობდით და არანაირი პრობლემა არ გვქონია.

ჩემი ნაციონალობა არის აბსურდი,იმ პერიოდებში სახელმწიფო სამსახურსიც არ ვმუშაობდი და არავინ ჩემი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა ამ პარტიის აქტივისტი-ეს იცის მთელმა ყვარლის რაიონმა. ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული არჩევნებში,მაგრამ ყვარლის არჩევნების შედეგზე ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე 2016 წლიდან.

სანამ გამათავისუფლებდა, 2 კვირა დავდევდი შესახვედრად,რადგან დაგროვილი  იყო საკითხები მასთან გასავლელი, გადამიყვანდა, დამაყენებდა კაბინეტთან, ვიდექი საათები,გამოდიოდა სიცილ-ხარხარის ხმა და არ მიღებდა, ვწერდი აღარ მპასუხობდა, ასე გაგრძელდა, ბოლოს ისე დამცინა,რომ მივწერე იქნებ დღეს გნახო საკითხები გავიაროთ, მომწერა, რომ დღეს (6 თებერვალი იყო)მთელი დღე თელავში გუბერნიაში ვარ , ვერ გამოვალ  მთელი დღე გუბერნიიდან და აქ ჩამოდიო, ყვარელში არ მიღებდა და თელავში ვნახავდი? მივწერე, რომ ბურუსი იყო და თან ხვალამდე მოიცდიდა საქმე და მეორე დღეს ყვარელში ვნახავდი, რაზეც მომწერა,რომ შუადღის შემდეგ ბურუსი არ იქნება და აქ წამოდიო, მივხვდი,რომ დამცინა, წინა დღეებში ყვარელში არ მხვდებოდა და ზუსტად ვიცოდი ჩამიყვანდა თელავში და იქაც კარებთან დამაყენებდა, ყვარლელმა ადამიანმა ყვარლის მერი თელავში უნდა მენახა, თან ტყუილად ჩავიდოდო და აღარ მივაყენე ჩემს თავს ეს შეურაცხყოფა და არ წავედი, რათქმაუნდა თუ გადაუდებელი საქმე იქნებოდა აუცილებლად წავიდოდი,მაგრამ ეს იყო დაცინვა მისი მხრიდან და მეორე დღეს როცა ვნახე, ბოლოს 7 თებერვალს , მითხრა, რომ გუშინ საერთოდ ვერ გამოვედი გუბერნიიდანო რაზეც ვუპასუხე, რომ ვიცოდი რომ იქ ვერ გნახავდი და არ ჩამოვსულვართქო.

მე მჯერა,რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას ,მაგრამ ვიცი,რომ როსტომ სესიაშვილი გაასაჩივრებს სააპელაციოში და ალბად შემდეგ უზენაესში და ამას დასჭირდება წლები, ვარ სამსახურის ძიებაშიც,მაგრამ ჯერ ვერ მოვნახე ვერაფერი,რომ თავი გადავირჩინო და სტუდენტი შვილი შევინახო სანამ სასამართლო ჩატარდება.ასევე შუძლია აღმადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მალევე ისევ უსაფუძვლოდ გამანთავისუფლოს,მე მაინც მჯერა რომ სამართალს ვიპოვი,თუ არადა ერთი გზა დამრჩება და მივმართავ უკიდურესს ზომებს.  

ვთხოვე ასევე ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მომხდარიყო ამ საკითხის საჯარო განხილვა,რაზეც მითხრეს,რომ საკრებულოს არ აქვს ამის უფლება. მე მზად ვარ ნებისმიერ უწყებაში მოხდეს ჩემი და სესიაშვილის დაპირისპირება და საჯარო განხილვა. შევიტანე განცხადება ოცნების ოფისშიც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონ დიტო სამხარაძის სახელზე, ასევე ძალიან მინდა შევხვდე ბატონ ბიძინა ივანიშვილს როგორც პარტიის თავმჯდომარეს ,რადგან მუდმივად პარტიის სახელით მელაპარაკებოდა.ვიყავი გუბერნატორტან, დეპუტატთან, მაგრამ პასუხი არის ის,რომ არჩეული მერის მოვალეობებსი ვერ ჩაერევიან და ხალხის არჩეულ მერს აქვს უფლება, რომ ადამიანი არაფრის გამო გაანთავისუფლოს,გაიმეტოს საშიმშილოდ და ადამიანების ბედი გადაწყვიტოს?

ჩემი საკითხით დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი,რომლებიც ასევე დაესწრებიან სასამართლო პროცესს, მათ მიმართეს კითხვით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს თუ რა იყო ჩემი განთავისუფლების მიზეზი, რაზეც მერმა პასუხი ვერ გასცა. ეს ამბავი ასევე გააშუქეს ტელევიზიებმაც.

მე მჯერა რომ ჩემს ქვეყანაში ვიპოვი სამართალს,არ მექნება უსამართლობის და სასოწარკვეთის განცდა, მჯერა რომ გულთან მიიტანთ ჩემს გასაჭირს” – ნათქვამია მაია სამიტაშვილის წერილში.


MULTIMEDIA.GE- მზად არის ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის პასუხი გამოაქვეყნოს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE