ამაზრზენია ის, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ, მტრობასაც კი აქვს წესები და სახე არ უნდა დავკარგოთ

286
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ირმა ინაშვილი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი

“კიდევ ერთხელ ვწერ: ამაზრზენი, მიუღებელი, ზნეობასა და მორალთან სრულ წინააღმდეგობაშია ჩემთვის ის კამპანია, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ! (ადამიანურობის საზღვრებს ცდება ეს ყველაფერი. ბრძოლასაც აქვს წესები, ომსაც აქვს წესები, ამ წესს ცხოველიც კი იცავს).

აქ ვგულისხმობ არა მარტო ფარული კადრების პერიოდულად გავრცელებას, არამედ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ზარდიაშვილის და უმრავლესობის ზოგიერთი სხვა წევრის გაუწონასწორებელ, ცინიკურ, ცილისმწამებლურ, თავხედურ… არაკაცურ განცხადებებს, რამაც მიზანმიმართული შეტევის ხასიათი მიიღო. ნუ დაეცემით ბოლომდე. კიდევ ვიმეორებ: ბრძოლას, ომს, მტრობასაც კი აქვს წესები და სახე არ უნდა დავკარგოთ, არც მამაკაცმა და არც ქალმა პოლიტიკოსებმა. პირველ რიგში, ადამიანები ვართ და მერე ვართ პოლიტიკოსები, ექიმები, ჟურნალისტები, თუ მუსიკოსები.

ისე, ეს ფარული კადრები ძალზედ საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე… საშინელი საყურებელია, რაც ხდება. ანგარიშსწორების უფრო სასტიკ მეთოდს ძერჟინსკიც ვერ მოიფიქრებდა.

მორიგჯერ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს: დადეთ გამოძიების რეალური შედეგი და ნუ დასდევთ პატარა ბავშვებს, გამოავლინეთ დანაშაულის ორგანიზატორები.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE