ბოლო ამბები
15/10/2024

საპატრიარქო “ალტ-ინფო”-ს აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

გაზიარება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის წინ, “ალტ-ინფო”-ს ორგანიზებით დაგეგმილ აქციას ეხმიანება.

“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე იწყება. “ალტ-ინფო”-ს ლიდერები და მხარდამჭერები აპროტესტებენ ნატა ფერაძის მიერ, დედა მატრონას ხატის შეურაცხყოფას და ითხოვენ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს და არა ადამინისტრაციული.

სხვა ამბების წაკითხვა