ბოლო ამბები
06/10/2024

ნიკა მელიას ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობაში” შეგზავნილი პირი იყო. ამის შესახებ მან 12 იანვარს, “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.

„მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწად-ნახევარია, თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს, ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა, როგორც ვიცი“,

„ვერ დაძრეს ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი, არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სხვა ამბების წაკითხვა