უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს მოყოლილი აქვს თუ როგორ გამოეცხადა სტალინი და სთხოვა პატრიარქს რომ ილოცოს მისთვის.”- წერს მსახიობი დავით ასათიანი სოციალურ ქსელში, რომლის პოსტიც ეხმიანება დედა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ხატზე სტალინთან შეხვედრის ეპიზოდს ეხება.
“პატრიარქმა რა თქმა უნდა დაიწყო სტალინისთვის ლოცვა. გავიდა გარკვეული ხანი და სტალინი კვლავ გამოეცხადა პატრიარქს და ლიცვისათვის მადლობა გადაუხადა.
როგორ გგონიათ, განა პატრიარქი თანახმა იქნება წმინდა და ბეტარი მატრონას ხატისგან ამოიღონ ის სიუჟეტი, როდესაც ნამდვილად ესტუმრა სტალინი მატრონას მოსკოვისთვის უმძიმეს დღეებში, როდესაც მთელი პოლიტბიურო გახიზნული იყო მოსკოვიდან და გერმანიის ჯარი რამდენიმე კოლომეტრში იდგა მოსკოვიდან.
ამ შეხვედრით და ნეტარი მატრონას წინასწარმეტყველებით დაიმედებული სტალინი არამცთუ დარჩა მოსკოვში, არამედ სამხედრო აღლუმიც კი ჩაატარა წითელ მოედანზე.
ასე როგორ დაგაშინათ ურწმუნო ლიბერალებმა, რომ თქვენც ბედავთ ხატს შეეხოთ და გეტყვით, ამ სახით შეხება ხატზე, რასაც თქვენ აპირებთ, ღვთის წინაშე უფრო მეტი ცოდვაა და უშიშრობაა, ვიდრე შეურაცხადი დედაკაცის ქმედება, რადგან თქვენს შორის დიდია განსხვავება, თუმცა, ამ ქმედებით, ეს განსხვავება წაიშლება და ერს მიადგება დიდი და გამოუსწორებელი ზიანი.
როგორც კეთილად გადაიფიქრეთ კრიტის კრებაზე წასვლა სინოდალური გადაწყვეტილებით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერადაც გაიმარჯვებს ქრისტე თქვენში და წმინდა ხატს არ შეეხებით და დატოვებთ ისე, როგორც აკურთხეთ, როდესაც მოაბრძანეს სამების ტაძარში. ვინც ეთანხმება ამ აზრს შემოგვიერთდით.”- წერს დავით გიორგობიანი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს