დეზინფორმაციული პანიკა ირანელ მომღერალზე- რა თქვა სინამდვილეში და რა ითარგმნა?

261
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ორი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოფრაგმენტი ირანელი მუსიკოსის კონცერტიდან, რომელიც 24 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართა.

ვიდეოს ადევს ტიტრები ქართული თარგმანით, რომელშიც წერია, თითქოს ის ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს იმის გამო, რომ მარიხუანის მოწევას ვერ ახერხებს დარბაზში.

ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ცალკეულმა პირებმა საპროტესტო აქციაც დაგეგმეს ირანის საელჩოსთან, მაგრამ ირკვევა, რომ ვიდეო არასწორად არის ნათარგმნი და მომღერალი არ აყენებს შეურაცხყოფას ქართველებს. გთავაზობთ თარგმანის ტექსტს, რომელიც სოც.ქსელის მომხმარებელმა გიორგი ლობჟანიძემ გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც აჟიოტაჟი ატყდა.

“საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს? ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ სადაც ადამიანი ამბობს: 

მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო? 

ვიღაც თარგმნის:

მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო?!

მე არავის ვიცავ, მითუმეტეს, განგრეულ ნარკომანს, რომელიც რას ბოდავს, თვითონაც ვეღარ იგებს. მაგრამ რამდენიმე პრინციპული შეკითხვა მაინც გამიჩნდა:

1. ვინ (კონკრეტულად რომელი პიროვნებები და ორგანიზაციები) უკეთებენ ირანელი მომღერლების კონცერტებს ორგანიზებას საქართველოში? ვინ აქირავებს ფილარმონიისა და სპორტის სასახლის შენობებს ირანელ მომღერლებზე, რა პირობებითა და რომელი კანონის საფუძველზე?

და რაც მთავარია: ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა.

რატომ ტეხენ ისტერიკას იმ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე, რომელიც გონიერი და მიზანდასახული მთავრობების პირობებში შეიძლებოდა ცივილიზებულად, სულ სხვა დონეებზე გადაწყვეტილიყო და არა ასეთი ღრიანცელით, რომელსაც დროდადრო მართავენ პროფესიით პატრიოტები, სამშობლოს სიყვარული რომ მხოლოდ თავისი ექსკლუზიური უფლება ჰგონიათ, ყველგან კატები ელანდებათ და პრინციპულად არც გაემტყუნებათ დღევანდელი საქართველოს ძალიან ბნელ ოთხაში!”- წერს გიორგი ლობჟანიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE