ბოლო ამბები
01/05/2025

კახა კალაძემ კიდევ ერთ მრავალსულიან ოჯახს უყიდა სახლი

გაზიარება

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამტრედიაში, კიდევ ერთ ოჯახს უყიდა სახლი, რომელიც ერთგვარ ტრადიციად იქცა.

ამ ინფორმაციას თბილისის მერიის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს.

„ტრადიცია გრძელდება, კახა კალაძის საახალწლო საჩუქარი – კონცერტი მშობლიურ სამტრედიას, ხოლო საცხოვრებელი სახლი ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა. დღეიდან ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი ექნება“, – წერს სოციალურ ქსელში მანანა თოქმაჯიშვილი.

„უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, – განაცხადა ლაშა ნიკურაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა