ახლა, ამ “ალტ-ინფო”-ს და სხვათა სხვათა ფაშისტურ-პრორუსული ჯგუფების ამბავი როგორაა – დავით ზურაბიშვილი

219
ნახვა/წაკითხვა

დავით ზურაბიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც “ალტ-ინფო”-ს შესახებ წერს:

“ახლა, ამ “ალტ-ინფო”-ს და სხვათა სხვათა ფაშისტურ-პრორუსული ჯგუფების ამბავი როგორაა:

წარმოიდგინე, რომ ხარ ერთი რიგითი ფაშისტი. თავი გამოტენილი გაქვს ათასი სისულელით და კონსპირაციული თეორიებით და ა. შ. ამ დროს მოულოდნელად, რომელიღაც საერთო ნაცნობის მეშვეობით გიკავშირდებიან სუსიდან. გინიშნავენ შეხვედრას, გხვდება ვიღაც საშუალო რანგის თანამდებობის პირი, რომელიც მიგანიშნებს, რომ ოფიციალურად ის კი საშუალო რანგისაა, მაგრამ აქვს კავშირი თვით იმასთან, ვისიც არ ითქმის სახელი.

ამის შემდეგ, არაფორმალურ ვითარებაში გიმხელს, რომ პრინციპში თვითონაც შენნაირი ფაშისტია, რადგან რასაც ეს ლიბერასტები ფაშიზმს ეძახიან ის სინამდვილეში ქართველობა და კაცობაა.

უბრალოდ იმ ჩათლახმა სააკაშვილმა ლამის მთელი ქვეყანა მიყიდა ამერიკას, ყველგან მაგათი აგენტურაა და ამიტომ ახლა, ასე უცებ სიტუაციის გამოსწორება ვერ ხერხდება. თუმცა, ბატონი ბიძინა მუშაობს ამაზე და ამ მამულიშვილურ საქმეში შენნაირი პატრიოტების და ვაჟკაცების იმედი აქვს. კერძოდ ის მზადაა დაგაფინანსოს, რათა ერთად აკეთოთ ქართული საქმე,

ცხადია, შენ გახარებული ხარ და არც კი გჯერა ასეთი ბედნიერება თუ დაგატყდა თავს. მეტიც, შეიძლება ერთ დღეს თავად ბატონი ბიძინაც კი შეგხვდეს, პირადად, რომელიმე მის კერძო რეზიდენციაში, გაგესაუბროს და გითხრას, თუ რამე დაგჭირდება აგერ ვარ დამიკავშირდი, არ მოგერიდოსო, ისე კი ესა და ეს კაცი იქნება შენთან მუდმივ კონტაქტზეო.

ამის შემდეგ ცხადია მთლად მეცხრე ცაზე ხარ. სასწრაფოდ კრიბავ ფაშისტურ საძმაკაცოს, უყვები ამ ამბავს და იწყებთ საქმიანობას. გადმორიცხული ფულით აწყობთ ოფისს, დგამთ კომპიუტერებს და ა.შ. ასევე გამოგაქვს ბანკიდან კრედიტი და ყიდულობ ახალ მობილურს, მანქანას, შმოტკებს და ა.შ. აქტიურობთ სოციალურ ქსელებში, ბუსთავთ პოსტებს და ახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს. ხანდახან ის საკონტაქტი პირი გავალებს, რომ ვიღაცას მიუვარდე და დედისტრაკი აგინო, რასაც სიამოვნებით აკეთებ, რადგან ამაში კიდევ პრემია გერგება.

მოკლედ, ეიფორიაში ხარ და თავი გგონია ბიძინას საიდუმლო ლაშქარის წინამძღოლი. შესაბამისად უკვე თამამდები და ბიზნესებში ჩალიჩსაც იწყებ. ვიღაც რუსებს, უზბეკებს თუ ყაზახებს უკავშირდები, რაღაც “ტავარის” შემოტანაზე ან გატანაზე ცდილობ წილში ჩაჯდე და ა.შ. ჰოდა, რომ გგონია, მევიდა ჩემი დროო, სწორედ ამ დროს ჩამოჰკრავს უბედურების ზარი.

ერთხელაც ხდება ისე, რომ ფულის ჩარიცხვას აგვიანდება. რეკავ საკონტაქტო პირთან, ის გამშვიდებს, ალბათ გაუგებრობააო, მაგრამ ფული კიდევ არ გერიცხება. კიდევ რეკავ, ის კიდევ გამშვიდებს, ფული კიდევ არ გერიცხება. მერე კიდევ რეკავ, მაგრამ უკვე აღარ პასუხობენ შენს ზარს. ამის მერე ამ საკონტაქტო პირზე გაბრაზებული რეკავ თვით ბიძინასთან, რომელიც ასევე არ იღებს ყურმილს. ფული კიდევ არ გერიცხება.

არადა გასასახადები გაქვს უკვე გადასახდელი, კრედიტი დასაფარი და ვალებში ხარ. ის რუსი, უზბეკი თუ ყაზახი პარტნიორიც წყვეტს შენთან ურთიერთობას. პლუს ხელისუფლების წევრი აკეთებს საჯარო განცხადებას და რაღაც ისეთს გაიძახის, რის წინააღმდეგაც გავალებდნენ გებრძოლა. ჯავრიან გულზე უკვე საკუთარი ინიციატივით აწყობ აქციას და ვიღაც ლიბერასტებს უვარდები, რის გამოც გირეკავენ სუსიდან (ოღონდ ის საკონტაქტო პირი კი არა, ვიღაც სხვა) და მკაცრად გაფრთხილებენ, რომ კიდევ ჩაიდენ მსგავს რამეს უნებართვოდ და დედას მოგი….ვენ.

ასე სრულდება ეს ზღაპარი, ვითა სიზმარი ღამისა და უბრუნდები ჩვეულ ყოფას, როცა კვლავ ერთი რიგითი ფაშისტი ხარ სამშობლოს ბედზე წუხარ, ოღონდ ახლა ხარ დასტრესილი, დაბნეული, თან ვალებში და გიჭირს დაიჯერო, რომ ბატონმა ბიძინამ ისე გაგწირა, სადმე გამგეობაშიც კი არ მოგაწყო.

მოკლედ, ზიხარ ასე მიტოვებულ-გადაგდებული და ერთგვარი მწარე ირონიით უყურებ, როგორ იკავებს შენს ადგილს უკვე სხვა ფაშისტი, რომელსაც ზუსტად იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც შენ გაიარე და ბოლოს ისიც იქ აღმოჩნდება, სადაც შენ ხარ. თუმცა, მან ჯერ ეს არ იცის.

რაც დავწერე, ცხადია, ყველაფერი ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ თუ გავიხსენებთ რამდენი ფაშისტური სასტავი გამოიცვალა ხელისუფლებამ, რამდენს ეგონა თავი ბიძინას საიდუმლო ლაშქრის სპასპეტი და ძე ამირსპასალარისა და ბოლოს რამდენი დარჩა გადაგდებული, ეს ფანტაზია, ვეჭვობ, არც ისე შორსაა რეალობისგან.”- წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.