ახლა კი “რუსთავი2”-ის დედებო და მამებო, მინდა გაგახაროთ – კოკა ყანდიაშვილი საპასუხო ქმედებაზე გადადის

542
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კოკა ყანდიაშვილი – ჟურნალისტი


წეღან, ყაზბეგის 8-ში რომ “ჩაიხანაა”, მეგობრებთან ერთად ვიყავი. 
გამოვედი და დამხვდა ტროლტივი რუსთავი2-ს კამერა და გოგონა მიკროფონით. ნახევარი კილომეტრი ისეირნეს ჩემთან ერთად. ოპერატორი უკანსვლით დაიტანჯა, მიკროფონიანი გოგონა კი სიცივით.  რუსთავი2, რატომ აწვალებთ საკუთარ თანამშრომლებს?

წინა პოსტში დავწერე, რომ მზად ვარ გესტუმროთ ყველა ეთერში, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული. 14 მარტის მერე კვლავ გააგრძელეთ ტყუილების, ფეიკ ნიუსებისა და ფეიკ რეპორტაჟების ტირაჟირება თქვენი არხით, მაგრამ არ გეყოთ გამბედაობა ღია ეთერი დაგეთმოთ ჩემთვის, – იმდენად სასურველი რესპონდენტისთვის, რომლის გამოც თქვენს გადამღებ ჯგუფს ღამე აგზავნით ნახევარკილომეტრიან კროსზე ფეიკ კითხვებით.

ხომ კარგად იცით, რომ სინქრონების ჭრა-კერვაში, ტელევიზიის სპეციფიკაში, რეპორტაჟის, გადაცემებისა და პროექტების მომზადებაში ვერკვევი, ამიტომ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თუ ლაივში არ მიწვევთ – კომენტარიც არ გექნებათ. 

ახლა კი რუსთავი2-ის დედებო და მამებო, მინდა გაგახაროთ, (მაშინ როდესაც არ მუშაობთ, პირადი ცხოვრებით და საქმეებით ხართ დაკავებული, მეგობრებათან და ნათესავებთან ერათად ხართ სადმე და ა.შ. – მუშაობაში არ შეგიშლით ხელს, რა თქმა უნდა) ჩემი ახალი საინფორმაციო სააგენტოს კამერები და ჟურნალისტები, დაგხვდებიან ყველგან სადაც არ ელით, ნახევარ კილომეტრს ისეირნებენ თქვენთან ერთად და უამრავ კითხვებს დაგისვამენ საინტერესო ამბებზე. 

ორი მიზანი აქვს ჩემს ამ გადაწყვეტილებას: 
1. მინდა, ყველას ვაჩვენო თქვენი ფეისები მოულოდნელობის ჟამს.

2. საზოგადოებამ უნდა ნახოს სახტად დარჩენილი ფეიკები და ტროლები – ჟურნალისტების მანტიაში. 

3. თქვენი “ვარსკვლავური” ცხოვრების შესახებ, დაგროვილ კითხვებზე – პასუხები მიიღოს ხალხმა.
ღმერთმა უწყის, რომელი ჩაიხანიდან დაგვირეკავენ რედაქციაში, როდის, რა მომენტში და სად გადაგეყრებათ ჩვენი კამერები. 

 მე შაირი არ მინდოდა, თქვენ ამტეხეთ ძალადაო… ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე, მართალია, ვაპირებდი მედიაში დაბრუნებას, მაგრამ თქვენმა ტროლების ტელევიზიამ, ხელი შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას.

ისევ მე თუ გასწავლით, რა არის ნამდვილი ჟურნალისტიკა, ტელევიზია, თავისუფალი მედია, ჟურნალისტური გამოძიება, სკანდალი, რეპორტაჟი, სიუჟეტი, ჩანახატი და ა.შ. – ნამდვილად გასიამოვნებთ  სულ მალე” – წერს კოკა ყანდიაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE