ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე გამომცემლობა “ბიბლუსი”-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისივე ცნობით, ფუძნდება “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება”.
“დღეს გავხდი კომპანია ,,ბიბლუსის” შემოქმედებითი დირექტორი. ვაფუძნებთ ,,წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებას”, რომლის თავმჯდომარეც ვიქნები – ეს საქმე ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას მოემსახურება.”– წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მისივე ცნობით, თანამდებობის დატოვება მას უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარემ მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ საკმაოდ დიდი ხანი იყო ის ამ თანამდებობაზე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს