შეხედეთ საკუთარ თავს გარედან! რა უნდა ასეთ ხალხს პარლამენტში? – მაია ნიკოლეიშვილი

364
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტში მიმდინარე შიდა დაპირისპირებები, ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა და ურთიერთბრალდებები  – ამ მოვლენებზე შეფასებას აკეთებს სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს.

“-ბიჭო, გოგო, თავხედო, კაცო, ქალოოოოო!!!” 

სად ხართ, ხალხო?! პარლამენტში ხართ, პარლამენტში! ორღობეც აღარ არის ასეთი მდაბიური, დიდი ხანია! სირცხვილია, რასაც ვხედავთ; ოპონენტთა წყვილები თავს იჭრიან, ორივე მხარე სამარცხვინოა!

შეხედეთ, რა, საკუთარ თავს გარედან! რა უნდა ასეთ ხალხს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?! გვჭირდება კი ასეთი პარლამენტი?! ვის და რაში ვუხდით ხელფასს??!!

პარლამენტის საერთო რიცხოვნობას გაუნათლებლები, უზრდელები, ტეტიები, ხეპრეები რომ გამოვაკლოთ განა ამაზე მეტი პარლამენტარი დასჭირდება საქართველოს?! ‘- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?