“გულზე ვსკდები, როცა კორუფციაში გახვეულ კალაძეს ვუსმენ და ვეთანხმები, რომელიც ოპოზიციურად განწყობილებს დასცინის და რიტორიკულ კითხვას სვამს – “ხაზარაძე ახალი სახეა?” ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ კალაძემ საწყისი კაპიტალი თავისი შრომით დააგროვა და ამის შემდეგ ჩაება სატენდერო კორუფციაში.”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა 18 იანვარს, “აჭარის ტელევიზიის” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას, როდესაც ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებზე საუბრობდა
“ჩემთვის უმძიმესი მოსასმენი იყო ირაკლი კობახიძის განცხადებაც, როცა დაგვცინა და იკითხა: “მე მეძახით რუსს და გაერთიანებულ ოპოზიციას ნინო ბურჯანაძე გიზითო – მართალი იყო ამ ნაწილში თვით კობახიძეც.
გახარიას ინიციატივა დაუჯდეს ივანიშვილს დებატებში პიარს ემსახურება, რადგან თვალების დამთხრელმა და ამისთვის ისევ ივანიშვილისგან დაწინაურებულმა ზუსტად იცის, რომ მას ოლიგარქი არასოდეს დაუჯდება დებატის ფორმატში, რადგან მას გახარია ყურებით ჰყავს დაჭერილი.
რაც შეეხება ხაზარაძეს, რას ემსახურება პრემიერობის მსურველი ხაზარაძის ოჯახის ფონდი, რომელიც ხელოვანებს უნდა დაეხმაროს, ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა?
რით განსხვავდება ივანიშვილის ფონდისგან უფრო ნიჭიერებს დაეხმარება ხაზარაძე?
ობიექტურობისთვის ასევე, უნდა ითქვას, რომ ივანიშვილს მაშინ, როცა ის საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ეხმარებოდა, მთელი საქართველო მას, როგორც ქველმოქმედს ასე იცნობდა, მათ შორის – სააკაშვილიც და მთელი ნაციონალური მოძრაობაც.
მას არ ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გაკეთებული, მხოლოდ 6 წლის შემდეგ, 2011 წლის მიწურულს გავიგეთ, რომ მას პოლიტიკური გეგმები ჰქონდა,” – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს