უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები ცნობილია

331
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ეგზტიპოლების წინასწარი მონაცემებით მეორე ტურია მოსალოდნელი.

ხმების მიხედვით ლიდერობს ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც 30.4 პროცენტი მიიღო. პეტრო პოროშენკომ კი 17.8 პროცენტი, ხოლო იულია ტიმოშენკომ  14.2 პროცენტი.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს, შესაბამისად ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს დაწესებულ ზღვარს და მეორე ტურში უკვე პოროშენკო და ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ცნობილია, რომ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიებით არის განწყობილი  და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პოლიტიკური რეალობა სავარაუდოდ შეიცვლება.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE