დავიღალეთ ამდენი სიქაჯით და მდაბიო ხარისხით, გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი

588
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

თინა ჯამბურია – მომღერალი


მინდა შევახსენო ყველა მედია საშუალებას ტელევიზიებს ონლაინ ტელევიზიებს და ა.შ რომ ჩვენს პატარა და ძალიან ლამაზ ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი მომღერალი, ახალგაზრდა თუ ასაკში შესული, ასევე გვყავს უამარავი საინტერესო ადამიანი, ხელოვანი, მხატვარი, მწერალი და ა.შ თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ მოიძიოთ საინტერესო ადამიანები და მიიწვიოთ გადაცემებში, რომ არ გადათელოთ ჩვენი და ახალი თაობის გემოვნება და ნერვები, მე ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს კომენტარში მონიშნოს მისთვის საინტერესო ქართველი ხელოვანი, (არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის) შემდეგ იქნებ გადაავლოთ თვალი და აარჩიოთ აქედან ახალი და საინტერესო ადამიანები და შეგვეშვათ ჩვენც და შეეშვათ ამ საზიზღარ პროპაგანდას უგემოვნო და უხარისხო მუსიკის და ისტორიების.

რა გახდა ხალხო ქვეყანაში, სადაც გვყავს თორნიკე ყიფიანი, ლუკა ზაქარიაძე , დიმა კობეშავიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ა.შ იქ 24 საათი ყველა არხზე და ყველა გადაცემაში არ იყოს გამოჭენებული, ხატია წერეთელი (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქალბატონის მიმართ არანაირი ბოროტი და ცუდი დამოკიდებულება არ გამაჩნია, უბრალოდ ყველაფერს და ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს ) და კიდევ უნიჭო ახალგაზრდების ზეიმი 2 ხმაში, რომ ”გულს რად მიკლავ”ს ვერ მღერიან.

რა გახდა გამაგებინეთ მართლა! მერე ჩვენ გვაბრალებენ შოუ ბიზნესი არ არსებობსო , როგორ იარსებებს ყველანაირ სტიმულს და ხალისს უკარგავთ უნიჭიერეს ხალხს, რომლის  გამოჩენაც ვითომ რეიტინგს არ დაწერს, სცადეთ გოიმობის და ნაგვის გარდა კიდევ რამის გაშუქება და იქნებ გამოვიდეს.

იქნებ ჩვენ ხალხსაც ეშველოს და დაცინვის და შურის გარდა ისწავლონ პოზიტიური და კარგის მოსმენა, დავიღალეთ ამდენი სიქაჯით და მდაბიო ხარისხით .

იცით რატომ არ არსებობს შოუ ბიზნესი ? იმიტომ, რომ იქ სადაც უნდა იყვნენ ნორმალური წარმომადგენლები, სხედან გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი! მოიწვიეთ გადაცემებში ნორმალურად მოაზროვნე არა პიარზე, არამედ ნიჭზე აგებული ხალხი,  ძალიან გთხოვთ”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE