ზვიად კვაჭანტირაძემ ხელისუფლების ნაკლი, მხოლოდ წამოსვლის შემდეგ დაინახა

253
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ დაინახა ცალკეული პრობლემები, რაც მისი თქმით გამოსასწორებელია.

კვაჭანტირაძე შრომის კოდექსის არარსებობაზე და პოლიტიკური ნების არქონაზე მხოლოდ ახლა ალაპარაკდა და “ქართულ ოცნებას” ფსევდო მემარცხენე ძალას უწოდებს.

“ფსევდო “მემარცხენე” ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა ნორმალური, გამართული შრომის კოდექსის მიღება და ამაზე ყველამ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა, ვინც წარმოვადგენდით თუ დღეს წარმოადგენთ ხელისუფლებას. ეს შემთხვევით არ მომხდარა და არ ხდება. ამის პოლიტიკური ნება არ ყოფილა და არ არის. 
შედეგად, სრულიად დაუცველია მუშების, ისევე როგორც ზოგადად მოსამსახურეების ელემენტარული უფლებები და გახშირდა მუშაობის დროს მათი დაღუპვის ფაქტები , რაც საუბედუროდ, კვლავ ადეკვატური რეაგირების გარეშე რჩება სახელმწიფოს მხრიდან.

მისაღებია სასწრაფო ზომები ამ უსამართლო გარემოს გამოსასწორებლად და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამაზე მსჯელობა უნდა მოხდეს გადაუდებლად და დაჩქარებულად, თუნდაც სხვა თემების განხილვის გადაწევის ხარჯზე.

ვფიქრობ, რომ ეს უნდა გახდეს ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის და პოლიტიკოსის საზრუნავი, მიუხედავად იდეოლოგიური და მსოფლმხედველობრივი პლატფორმისა. რა დროს მემარჯვენეობა და მემარცხენეობა, ლიბერალობა და კონსერვატორობაა, როდესაც აშკარაა, რომ უპირველესად, ყველა მოქმედი პოლიტიკოსის ბრალია ის რაც ხდება.

პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობის წუხანდელ აქციას ვუცხადებ სრულ სოლიდარობას!”– წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE