23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აეკრძალა და პერსონა ნონ-გრატად (არასასურველ პირად) გამოცხადდა.

ამ ინფორმაციას გამოცემა “მოსკოვ თაიმსი” ავრცელებს.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ კანდელაკი ყაზახეთში შესვლას ვეღარ შეძლებს.

„თუ ვინმე არ მოგწონს, შენს სახლში არ შეუშვებ. ჩვენც ასე მოვიქცევით. საჭიროების შემთხვევაში მიიღება ზომები. სახელმწიფო ამას არასოდეს აპატიებს. ის არ ჩამოვა ყაზახეთში და თუ ჩამოვა, არ შევა“, – განაცხადა სმადიაროვმა.

16 იანვარს კანდელაკმა კომენტარი გააკეთა ყაზახეთის ხელისუფლების განზრახვაზე ქვეყანაში რკინიგზის სადგურების სახელის გადარქმევის შესახებ. 

„ყაზახეთში ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად აგრძელებენ   რუსული ენის სახელმწიფო დონეზე ჩანაცვლებას . მაგალითად, ისინი გვთავაზობენ სადგურის “ურალსკის” შეცვლას “ორალით”, “უზენის” “ჟანაოზენის” და ა.შ.,” – წერს კანდელაკი.

სწორედ კანდელაკის ამ განცხადებებს მოჰყვა მისი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება.