ჟენევის SWISS UMEF UNIVERSITY აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ოფიციალური პარტნიორი გახდა

462
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და ვიცე-რექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი შალვა მაჭავარიანი ჟენევის უნივერსიტეტის SWISS UMEF UNIVERSITY-ის ოფიციალური მიწვევით ჟენევაში იმყოფებოდნენ, სადაც უნივერსიტეტების განვითარების მექნიზებსა და შესაძლებლობებზე გამართულ ვორკ-შოფში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოსთან ერთად, ვორკ-შოფში მონაწიელობდა საფრანგეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ალჟირის და სომხეთის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სადაც EEU-ს ვიცე-რექტორმა შალვა მაჭავარინმა მოხსენება წარმოადგინა.

ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და ჟენევის უნივერსიტეტს SWISS UMEF UNIVERSITY-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, EEU-ს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შვეიცარიაში, ჟენევის SWISS UMEF UNIVERSITY-სა და პარტნიორ ორგანიზაციებში გაიარონ სტაჟირება, პრაქტიკა, განახორციელონ კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, ხოლო სტუდენტების ხელმძღვანელობას SWISS UMEF UNIVERSITY-ის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს.

მემოდანდუმი ასევე მოიცავს SWISS UMEF UNIVERSITY-ისა და EEU-ს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ჩართულობით, საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური პროექტების ერთობლივად განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი SWISS UMEF UNIVERSITY-ის პრეზიდენტმა Djawed Sangel-მა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE