სახელმწიფო სკოლა ეძებს მუშას 260 ლარად და ძალიან ბევრი მოთხოვნით

336
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გლდანის ა მიკრორაიონში მდებარე 136-ე სკოლა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზეა ეძებს მუშას 260 ლარად, მოთხოვნები სკოლის დირექტორმა გაავრცელა და იქვე აღნიშნა, რომ მართალია ანაზღაურება ცოტაა, თუმცა მას მომატების საშუალება არ გააჩნია, რადგან ასეა განსაზღვრული ბიუჯეტით.

მოთხოვნები:


“შეასრულოს სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.

უზრუნველყოს დაზიანებული სასკოლო ინვენტარის შეკეთება;
უზრუნველყოს საკეტების შეკეთება, ელექტრო ნათურების გამოცვლა, სველი წერტილების შეკეთება და მექანიკური დაზიანების აღმოფხვრა;

უზრუნველყოს სასკოლო ინვენტარის გადაზიდვას და დალაგება
ზამთრის პერიოდში დაასუფთაოს შენობის ცენტრალურ შესასვლელი თოვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაყაროს ტექნიკური მარილი. სკოლის შენობასთან მისისვლელი ადგილები, კიბეები გაწმინდოს ყინულისაგან და თოვლისგან.

ყოველ დილით და საღამოს დაათვალიეროს კორიდორები, საპირფარეშოები, კაბინეტები. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კორდინატორს და მიიღოს საჭირო ზომები აღმოსაფხვრელად;

კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულოს სკოლის დირექტორისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის დავალებები და მითითებები.

სამუშაო გრაფიკი:  09:00-დან 18:00 საათამდე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE