არ გავიდეთ გარეთ არა?არ დავყაროთ კარვები და ლეიბები? რატომ ? პოლონეთში ჩვენზე ნაკლებად მოაზროვნენი არიან, დრამატულ თეატრთან 300 “მატრასი” ლეიბი რომ დაყარეს პატრიოტებმა, ისე, რომ არ უღლიცინიათ, როგორც ზოგიერთმა “აქოურმა ” კომფორტს მორგებულმა “ზარმაცმა ” ოპოზიციონერმა იღლიცინა, მახსოვს ყოფილი ხელისუფლების დროს ( 4 თვე გარეთ კარვები იყო გაშლილი).”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
“ჰოდა, გახარია რომ ოპოზიცია გეგონება , სახლებიდან ქუჩაში კი არა ,ქვეყნიდან გაყრიან პატრიოტებს ცოტა ხანში!
კარვები და ლეიბები “ტეხავს” რუსთაველზე? რუსთაველზე გასვლა არააქტუალურია? როგორც ერთმა პოლიტლუზერმა თქვა, ჰოდა “ბულკებზე”- ფუნთუშებზე გაზრდილ საბა ბუაძეს, ამერიკულ ძვირადღირებულ მუსტანზე ამხედრებულ ხაზარაძეს და ბიძინა ივანიშვილის გახარიას იმედად დარჩენილი ვინც არის, ან პოლიტიკურად ბეცია , ან “ნეტარი”
მოქალაქეების გამოსახლების კადრებს ვუყურებდი და სიმწრისგან ( შემზრავ კადრებს ) გალაკტიონი მომაგონდა “ ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი, თმით მიმოზებით ნუკრის თვალებით. შეშლილი სახით კიოდა ქუჩა, შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა.
მტვერში, ქუჩაში, მტრის გარემოცვაში დარჩენილია საქართველო!”– წერს ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს