რა არის გასაკვირი?! ყველა ელჩის კაბინეტში უნდა იყოს სახელმწიფო სიმბოლოები, დროშა, გერბი და სახელმწიფოს მეთაურის ფოტო

477
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბონდო მძინარაშვილი – “ობიექტივი”-ს მთავარი რედაქტორი


რა არის გასაკვირი?!
ყველა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოში, ყველა ელჩის კაბინეტში უნდა იყოს სახელმწიფო სიმბოლოები – სახელმწიფო დროშა, სახელმწიფო გერბი და სახელმწიფოს მეთაურის ფოტო.
და მნიშვნელობა არ აქვს, ეს მეთაური სალომე იქნება თუ ელენე.

რა არის სკანდალური?!
ყველა საელჩოს უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის ფოტოსურათი.
ფოტოსურათს უნდა ახლდეს შესაბამისი ინსტრუქცია.

აი, რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მაგალითს, მასზე სწორება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება მისთვის დამახასიათებელი “ამოვარდნილობის” გამო.

ხაზგასმით ვამბობ:
ყველა საელჩოს უნდა ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო დროშა და გერბი, ასევე პრეზიდენტის ფოტოსურათი – მიმღები ქვეყნის მედიისთვისაც და კედელზე განსათავსებლადაც.
კარგი იქნება, თუ ყველა საელჩოს ერთი ზომის დროშას, გერბს და პრეზიდენტის ერთსა და იმავე ფოტოს დაუგზავნიან.

P. S. ყოფილმა ელჩმა სალომე სამადაშვილმა, კომენტარებით კეკლუცობისას, ბარემ გვიპასუხოს: ჰქონდა თუ არა კაბინეტში სააკაშვილის ფოტოსურათი?!

თქვენი კომენტარი?