სამი წელია ამ თემას არ შევხებივარ, ახლა კი მივმართავ პროკურატურას

328
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია ექსპერემიერი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეთსნ დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, ან დახურონ საქმე, ან გამოიძიონ და დასაჯონ ყველა ფიგურანტი.

ხათუნა ხოფერია ასევე მოითხოვს მის მიერ, 2 წლის წინ მიცემულ ჩვენებაზე კონკრეტული პასუხის მიღებას, რომელიც მისი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხება.

“3 წელია ამ თემას არ შევხებივართ და ზოგზოგიერთებმა ჩათვალეს, რომ ამ თემას უნდა შეეხონ და სათავისოდ უნდა გამოიყენონ, ამიტომ მივმართავ საქართველოს პროკურატურას. 2 წლის წინ გამოვიდა ბატონი ირაკლი შოთაძე და განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეში ახალი გარემოებები იყო, საჭირო იყო ეგსჰუმაცია (გვამის გაკვეთა) და ეს საქმე აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული. როდესაც შოთაძე გადააყენეს, მე ტაში დავუკარი და ვიყავი ძალიან ბედნიერი, მაგრამ კიდევ ვუწევდით ანგარიშს ჩვენ ქვეყანას წინასაარჩევნო შექმნილ ვითარებას და ამ თემაზე არ გვისაუბრია.

ახლა კატეგორიულად მოვითხოვ, ან დახურონ   ჟვანიას უცნაურ გარემოებებშკ გარდაცვალების საქმე, ან გამოიძიონ და დასაჯონ ყველა ადამიანი. გარდა ამისა, მოვითხოვ, სამი წლის წინ ჩემ ჩვენებაზე, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჩართულობას ამ საქმეში, რომელიც ეხებოდა იმ ღამეს სააკაშვილის ავარიაში მოხვედრას და რომელიც ეხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, ის ახლა ლონდონში ცხოვრობს და იყო ამ საქმის ერთ-ერთი დამლაგებელი. ეს არის ოფიციალური ჩვენება, რომელიც მაქვს მიცემული და მოვითხოვ ამაზე გამცენ პასუხი”– განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

თქვენი კომენტარი?