რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ! კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი?  – კოკა ყანდიაშვილი

283
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ სწორედ ყანდიაშვილი იყო ის, ვინც უმრავლესობის დეპუტატებს მითითებებს აძლევდა, თუ რა ფერის ღილაკზე უნდა დაეჭირათ ხელი კენჭისყრის დროს.

” რამენაირად უნდა ჩამოყალიბდეთ! კოკა ყანდიაშვილი ვარ თუ არაფორმალური მმართველი?  მესმის – ტროლები, მესიჯები, ბოტები, ქარხნები, ვიდეოები, ფაბრიკები, ფეისების ეთერებში გაგზავნა ან აკრძალვა, კიბერთავდასხმები, შავი პიარი და თეთრი ხელთათმანი, მაგრამ მთლად საქართველოს პარლამენტს თუ ვმართავ წლებია – მაღიარეთ, მაღიარეთ თქვე…”– წერს კოკა ყანდიაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE