შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი და სანიკიძე, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მათზე – ბიძინა ივანიშვილი

607
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

შალვა შავგულიძე, გია ხუხაშვილი, დავით უსუფაშვილი და გუბაზ სანიკიძე – ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ნაც.მოძრაობის ხოტბის შემსხმელად მოიხსენიებს და ამბობს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩნდება კითხვები, რეალურად იყვნენ თუ არა ისინი ნაც.მოძრაობის ოპოზიციაში. ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “პირისპირ” სტუმრობისას ისაუბრა.

“გავიხსენოთ შალვა შავგულიძე, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდის წევრი იყო, ასევე გუბაზ სანიკიძე, გია ხუხაშვილი, დავით უსუფაშვილი. აბა ნახეთ, გია ხუხაშვილი როგორ ასხამს ხოტბას სააკაშვილს, გუბაზ სანიკიძე საერთოდ მათი მხარდამჭერია, ესენი ოპოზიციაში იყვნენ მაშინ, როდესაც გუნდში მოვიდნენ? და უსუფაშვილმა, რომელმაც რევოლუციური სცენარი დაუწერა ნაც.მოძრაობას და თავს დებს კონსტიტუციონალისტობაზე, დაჭირდა თუ არა ნაციონალურ მოძრაობას მაშინვე დაუწერა ეს სცენარი და შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს ნაცებით ირჩევა, ეს კაცი იყო ოპოზიციაში? და მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივად თამაშში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE